საქართველო საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის შეხლა - შემოხლა მოხდა 2013, 11 დეკემბერი, 15:15
სოსო ჯაჭვლიანის ბოლო სიტყვებმა " ნუ ბლატაობ შე ჩმორო" - დეპუტატების ადგილებიდან წამოდგომა და ფიზიკური ანგარიშსწორება გამოიწვია.
საინტერესო იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სხდომის განახლების შემდეგ: - " ჩვენ იმისთვის არ ავურჩევივართ ხალხს, რომ ამ ტიპის ინციდენტებით ვიყოთ დაკავებული და შემდეგ მისი გარჩევებით პლენარულ სხდომაზე. სხდომა გრძელდება.მე მექნება კონსულტაციები უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან, რათა თავისი სახელი დაერქვას მომხდარს. ვიმსჯელებთ, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი გართულებები, რაოდენ მწვავე და ემოციურ საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე..." 50 12-ს მოსწონს 1-ს არა
|