საზოგადოება მასწავლებელი მე-6 კლასელ გოგონებს ეკითხებოდა:"ვინაა აქ ქალწული?" 2013, 9 დეკემბერი, 14:01 ბრიტანელი 28 წლის დრამის მასწავლებელი კათოლიკური სკოლიდან ლინდსი ბლეკი მე-6 კლასელ ბავშვებ სექსის "გაკვეთიელებს" უტარებდა.როგორც The Daily mail-ი იუწყება მასწავლებელი გაკვეთილზე ატარებდა თამაშს სახელწოდებით:"ვინაა აქ ქალწული?".აგრეთვე იგი სასკოლო თეატრალურ დადგმებზე ბავშვებს აიძულებდა სექსის იმიტაცია გაეკეთებინათ."მე მომიყვნენ ბავშვები, რასაც მის ბლეკი ელაქლაქებოდა ბავშვებს და მაშინვე მივხვდი რაშიც იყო საქმე"-აღნიშნა ინგლისური ენის პედაგოგმა აბეგაილ უოტსმა.სხვა დროს მასწავლებელმა ისიც უთხრა ბავშვებს, რომ სურდა სექსი საკლასო ოთახში, აგრეთვე ქმრის ღალატზეც არ იტყოდა უარს.Facebook-ის მეშვეობით კი 12 წლის მოწაფეს მისწერა წერილი, რომ თითქოს მას დაესიზმრა, რომ მასთან იწვა, ყმაწვილს შესთავაზა გაკვეთილების შემდეგ შეხვედრა.მოწაფემ ეს წერილი მშობლებს აჩვენა, მშობლებმა დირექციას შეატყობინეს.დირექტორის კითხვაზე, თუ რატომ ესაუბრებოდა ბავშვებს ამ თემაზე და რატომ იქცეოდა ასე, ბლეკმა უპასუხა:"ეს იმიტომ, რომ როლებში უფრო კარგად შესულიყვნენ".ამის შემდეგ პოლიცია ჩაერია საქმეში, მასწავლებელი არ დაუჭერით, თუმცა განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან და პარალელურად აეკრძალა ბავშვებთან ურთიერთობა. 380 3-ს მოსწონს
|