x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რომელი ცოდვაა ყველაზე საშინელი ?

image მრავალწლიანმა საბჭოთა ეპოქამ თავისებური დაღი დაასვა რელიგიურ ცხოვრებას, მაშინ ეკლესიაში სიარულიც კი სახიფათო იყო.ამის გამო ჩვენ არ ვიცით ბევრი ელემენტარული წესები, რომელიც რელიგიას შეეხება, ვკამათობთ, რა არის მოკვდავთა ცოდვა, რას პატიობს ღმერთი და რას არა.ამ კითხვას პასუხობს პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი:"ყველაზე დიდი ცოდვა რა თქმა უნდა თვითმკვლელობაა, იმიტომ რომ მას ვეღარ გამოასწორებ, ეს ერთადერთი ცოდვაა, რომელსაც ვერ მოინანიებ და თავისთავად ვერც ღმერთი შეგინდობს სულის გადასარჩენად.ცოლ-ქმარი შეიძლება გაეყაროს, მაგრამ მერე ისევ შერიგდნენ, შეიძლება იქურდო, მაგრამ მოპარული დააბრუნო, აი თვითმკვლელობას ვერაფრით გამოასწორებ.მკვეთრად გამოხატული სხვა ცოდვების გრადაცია მართლმადიდებულ სამყაროში არ არსებობს, ყველაზე პატარა ცოდვაც თუ მონანიებული არ იქნა, შეიძლება სულის გახრწნა გამოიწვიოს, ისე როგორც პატარა ნაკაწრმა, თუ დროზე არ იმკურნალე განგრენად იქცეს და სიკვდილი გამოიწვიოს."image

12
483
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
483
  
2013, 9 დეკემბერი, 19:40
გეთანხმები მეაკო. მეც წავიკითხე მოძღვრის წერილი სადაცეწერა ის შეიძლება მკვლელი ქურდი ან მეძავია და მასთან შედარებით თავი ნაკლებად ცოდვილი გგონიაო მაგრამ შენი პატარა ცოდვებით შეიძლება მასზე ბევრად მძიმე ცოდვილი აღმოჩნდეო
2013, 9 დეკემბერი, 16:41
ჩვენდა სამწუხაროდ ასეა, დავკნინდით.
2013, 9 დეკემბერი, 16:36
ეგ სამწუხაროდ დიდი პრობლემაა,გეთანხმები,სამწუხაროა,რომ ადამიანებს ის უფრო აინტერესებთ ვინ რამდენჯერ გათხოვდა-გამოთხოვდა,რას იცმევს,სად დაისვენა......ამზრზენია!!!..მეც ხშირად ვეკითხები ჩემს თავს,ნუთუ ასე დაეცა საზოგადოება,რომ ეს იდიოტობები აინტერესებს?
2013, 9 დეკემბერი, 16:25
უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე, ის რაც ამ წუთას გულიდან წამოვიდა და რაღა თქმა უნდა ჩემი მოძღვრის, უნიჭიერესი "მამა შოთას" ქადაგება გამოვიყენე, თორემ აქ უმრავლესობა შემეწინააღმდეგება ვიცი. აქ რომ დავრეგისტრირდი, ჩემი მისიაც ეს იყო, რომ მეწერა სულის საცხოვნებელზე, ცამეგდო ჩემი ერთი მარცვალი და ბევრისთვის შთაგონების წყარო გამხდარიყო ეს, მაგრამ რომ ნახო ასეთ სტატიებს რამდენი ნახვა და ზოგჯერ დისლაიქიც აქვს და შოუბიზნესზე და ცხელ-ცხელ ჭორებზე ნახვა 1000-ს ცილდება, სატირალია სასაცილო რომ არ იყოს, ამიტომ გადავიფიქრე ასეთი სტატიების წერა. მადლობა რომ მომიწონეთ.
2013, 9 დეკემბერი, 16:19
ასეთი შესანიშნავი კომენტარი ცოდვაა.......ცალკე არ გამოქვეუნდეს
2013, 9 დეკემბერი, 16:18
მეამეა!!!!!------დააკოპირე და გამოაქვეყნე სტატია!!!!
2013, 9 დეკემბერი, 15:04
ადამიანები ცხოველებისგან განვსხვავდებით გონებრივი შესაძლებლობებით და გვმართებს დაფიქრება, რომ ამ გონებას ცოტა წიხლიც მივაჭიროთ. ასე, რომ ჩემი აზრით არ არსებობს ყველაზე საშინელი ცოდვა, ცოდვა ცოდვაა.
2013, 9 დეკემბერი, 15:00
ცოდვა ცოდვაა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის სიდიდეს თუ სიმძიმეს, გულმხურვალე გულით მოუნანიებელი ცოდვა ყველა ვნებს ადამიანის სულს. მაგ: (როგორც ჩემი მოძღვარი იტყვის ხოლმე) ერთ-ერთი აღსარების დროს, ერთმა მოძღვარმა გამოყო განსაკუთრებულად ორი ამღსარებელი, რომელთაგან ერთმა აღსარება დაიწყო შემდეგი სიტყვები- "მამაო, ამ თვეში მე ძალიან შევცოდე"... ხოლო მეორემ-"მამაო,ამ თვეში მე ისეთი მძიმე არაფერი შემიცოდავსო"... მოძღვარმა რაღა თქმა უნდა ეს ორი ფარულად გამოყო და მისცა კურთხევა ერთასც და პარალელურად მეორესაც, რომ როგორ გემძიმებათ თუ გემსუბუქებად, ისეთი სიმძიმის ქვა თუ ქვები მომიტანეთო. ძალიან შეცოდილმა აღმსარებელმა ლოდი მოაგორა, ხოლო მეორე აღმსარებელმა კი, რომელმაც მძიმე არაფერი შეცოდა, იმ თვეში შეცოდილი თითო ცოდვის გამოსახატავად კენჭი. ბოლოს კი რომ აწონეს ლოდიც და კენჭებიც, კენჭებმა გადაწონა. დასკვნა: ცოდვას სიმძიმე არ გააჩნია, ცოდვა-ცოდვაა და ყველანაირი მოუნანიებელი ცოდვა ვნებს ჩვენს სულს. თუ ძალიან არ შეგაწყენთ თავს, კიდევ ერთ მაგალითს ქადაგებიდან მოვიყვან და ისევ ჩემი მოძღვრის სიტყვებს გამოვიყენებ: "ფიქრობთ რომ თუ კაცი არ მოკალით, არ იმრუშეთ, არ დაიწყევლეთ, ე.ი. არ ხართ ცოდვილნი, მაგრამ უხილავი ბოროტი ისე განაგებს თქვენს გონებას, რომ რაღაც ცოდვები გამჯდარი გაქვთ მავნე ჩვევად და ამას ვერ ხედავთ, რაც უარესია. აღსარებას თავს არიდებთ, იტყვით აი გავიდეს ცოტა დრო, ისეთი არაფერი შევცოდე და მერე ერთად მოვინანიებო, ასე გადის 3-4 და მეტი თვე, აბა ამ ხნის განმავლობაში სახლიდან ნაგავი არ გადაყაროთ, ყოველ დღე ხომ ასუფთავებთ მისგან სახლს? თუ არ გადაყრით აყროლდება ხომ? ხოდა ასე გიყროლთ სულები და ვერ ხვდებით-ო. თვითმკვლელობას რაც შეეხება, სასოწარკვეთილებიდან მოდის, აღსარების წიგნში კი კარგათ არის განმარტება მითითებული სასოწარკვეთილება რომ ცოდვაა და მისგან როგორ უნდა განვიკურნოთ, რათა ამ უკანასკნელ, ლეტალურ შედეგამდე არ მივიდეთ, ასე რომ არანაირი თვითმკვლელობა არ არის გამართლებული, ვინაიდან ყველა შემთხვევაში ეს თვითსურვილიდან მოდის და იქამდე კი რაღაცას მივყავართ და იმიტომ, რომ არ გვაქვს გონება და სული გაჯერებული ლოცვით, მარხვით, არსარებიტა და წმინდა ზიარებით, ადამიანები ცხოველებისგან გ
2013, 9 დეკემბერი, 14:37
ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ცოდვა სხვა ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი და მოუნანიებელი ბოროტებაა. ოღონდ მონანიება ჩემთვის არ ნიშნავს აღსარების ჩაბარებას, მონანიება გაცილებით ღრმაა, მხოლოდ შენს გულშია და მხოლოდ ღმერთს განდობილი, მთელი ცხოვრება რომ გტანჯავს, შუამავალი მას არ სჭირდება (შეიძლება გამკიცხოს ბევრმა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ).
2013, 9 დეკემბერი, 12:39
ერთგან წავიკითხე,რომ ცოდვა რომელიც წმინდა სულის წინააღმდეგ არის ჩადენილი უპატიებელია.ალბათ მკითხავ რა არის წმინდა სულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა?
აი მაგალითად
იუდა ისკარიოტელმა წმნინდა სულის წინააღმდეგ შესცოდა იესო ქრისტე გაყიდა,ეს უპატიებელი ცოდვაა.
ასეთ შეცდომას ვერაფერი გამოასწორებს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10