საზოგადოება სმოლენსკში პოლიცია დაედევნა მძღოლს,რომელიც "უცხოპლანეტელებს" გაურბოდა 2013, 7 დეკემბერი, 20:42 ღამით 4 დეკემბერს, მოსკოვი-მინსკის გზატკეცილის 407 კილომეტრის მონაკვეთზე ავტოინსპექტორებმა შეამჩნიეს "მერსედეს-ბენცის" სატვირთო ავტომობილი, რომელიც მინსკის მიმართულებით მოძრაობდა, ავტომობილი სხვადახვა მოძრავ ზოლზე გადადიოდა და გადმოდიოდა, რითაც საავარიო საფრთხეს ქმნიდა.პოლიციის მოთხოვნაზე მძღოლმა არ გააჩერა სატვირთო, პირიქით სიჩქარეს მოუმატა, მეტიც შეეცადა საპატრულო ავტომობილს შეჯახებოდა.ამის შემდეგ პატრული იძულებული იყო იარაღი გამოეყენებინა, ესროლეს საბურავებს, თუმცა სატვირთოს მძღოლი მაინც არ დამორჩილდა.ავტოინსპექტორებმა დახმარებისთვის მორიგ საგუშაგოს მიმართეს, რის შემდეგაც ავტომობილი, როგორც იქნა შეაჩერეს.დაკავებისას სატვირთოს მძღოლი არაადეკვატურად იქცეოდა, როგორც მან განაცხადა"მას გზაზე უცხოპლანეტელთა ხომალდი და რაღაც საეჭვო ობიექტები აედევნენ."აღსანიშნავია, რომ მის გვერდზე მჯდომი მგზავრიც არაადეკვატურად იქცეოდა.ისინი გადაყვანილები იქნენ კრასნინსკის სამორიგეო ნაწილში.სამედიცინო ექსპერტიზაზე მათ უარი განაცხადეს.როგორც აღმოჩნდა ისინი ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, 24 წლის მძღოლმა, რომელიც მოგილევოში ცხოვრობს, შემდეგ აღიარა, რომ მოსკოვში შეიძინეს მოსაწევი ნარკოტიკული ნაზავი "სპეისი."გამოძიება გრძელდება როგორც ნარკოტიკების ფაქტზე, აგრეთვე პოლიციის მხრიდან იარაღის გამოყენებაზე. 44 3-ს მოსწონს
|