ნამცხვრები ტორტი "პრაღა"-ყველასათვის საყვარელი ნუგბარი 2013, 6 დეკემბერი, 19:20 გამარჯობა, ჩემო ხელმარჯვე დიასახლისებო. ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ტორტ "პრაღას" რეცეპტი. ამ ტორტის ბევრი სხვადასხვა რეცეპტი არსებობს, მე გთავაზობთ საბჭოთა კავშირის დროინდელი "პრაღის" კლასიკურ რეცეპტს. მაშ ასე, პირველ რიგში მოვამზადოთ ინგრედიენტები. მასალა ბისკვიტისათვის: შესქელებული რძე-1 ქილა(380 გრამი) არაჟანი 20%-იანი-200 გრამი კვერცხი- 4 ცალი შაქარი-1 ჭიქა ვანილი-დანის წვერით კაკაო(მუქი ფერის)-3 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი-1 ჩაის კოვზი ფქვილი-1, 5 ჭიქა მასალა კრემისათვის: კვერცხი-2 ცალი შაქარი-300 გრამი რძე-300 გრამი ფქვილი-2 სუფრის კოვზი კაკაო-3 სუფრის კოვზი კარაქი-200 გრამი მასალა მინანქარისათვის: კარაქი-100 გრამი კაკაო-2 სუფრის კოვზი შაქარი-80 გრამი რძე-3-4 სუფრის კოვზი მასალა სიროფისათვის: შაქარი-1 ჭიქა წყალი-1 ჭიქა მომზადება: კვერცხები კარგად ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე, დავამატოთ არაჟანი, შესქელებული რძე, გამაფხვიერებელი და დავაცრათ ფქვილში არეული კაკაო, მოვურიოთ ფრთხილად ხის კოვზით, რომ არ იყოს კოშტები. ჩავასხათ ყალიბში(22-25 სმ დიამეტრის) და გამოვაცხოთ 140-150 გრადუსზე 35-40 წუთით. უკეთესი იქნება, თუ ცომს გავყოფთ შუაზე და ცალ-ცალკე გამოვაცხობთ. მაშინ დასჭირდება გამოცხობა 20-25 წუთი თითოეულ ფირფიტას. გავაციოთ კარგად ფირფიტები და შემდეგ თითოეული კიდევ გავჭრათ შუაზე: ამგვარად გამოგვივა 4 ფირფიტა. მოვამზადოთ კრემი: სქელძირიან ქვაბში ჩავყაროთ ფქვილი და შაქარი, დავასხათ ცოტაოდენი რძე და კარგად გავლესოთ, დავამატოთ კვერცხის გულები და დარჩენილი რძე. დავდგათ ნელ ცეცხლზე და გამუდმებული რევით მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და შევათქვიფოთ კარაქი და კაკაო. მოვამზადოთ სიროფი: შაქარს დავასხათ წყალი და ვადუღოთ 5 წუთი. გავაციოთ კარგად. ფენები კარგად დავნამოთ სიროფით, წავუსვათ კრემი ყველა ფენას და დავალაგოთ ერთმანეთზე. თავზე მოვასხათ მინანაქარი და მოვრთოთ სურვილისამებრ: გავუკეთოთ კრემის ყვავილები, დავახეხოთ შავი ან თეთრი შოკოლადი, მოვაყაროთ წვრილად დაფქული ნიგოზი-ან მორთეთ თქვენი გემოვნებით. დავდგათ მაცივარში 3-4 საათით. მიირთვით გემრიელად! 950 12-ს მოსწონს
|