x
image
მანჩო 777
ხაჭოს ნამცხვარი "ბატის თათები"


image
ინგრედიენტები:

ხაჭო- 400 გრამი
მარგარინი-200 გრამი
პურის ფქვილი-450 გრამი
მარილი, ვანილი-გემოვნებით
სოდა ძმრით-1/2 ჩაის კოვზი
შაქარი-გემოვნებით
მომზადება:
ცივი მარგარინი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, შევურიოთ ხაჭოს და ავურიოთ კარგად ერთმანეთში. დავამატოთ მარილი, ვანილი, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
გავაბრტყელოთ ცომი 2 სმ სისქეზე და გამოვჭრათ ჭიქით მისგან წრეები.
მოვაყაროთ ცომს ზემოდან მსხვილი შაქარი და გადავკეცოთ შუაზე, კიდევ მოვაყაროთ შაქარი და ისევ გადავკეცოთ. ზემოდანაც მოვაყაროთ ცოტაოდენი შაქარი და ჩანგლით ჩავუჩხვლიტოთ გვერდები, რომ ხაზები დააჩნდეს.
მოვათავსოთ ნამცხვარი თუნუქის ცხიმწასმულ ფურცელზე და შევდგათ წინასწარ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 10-15 წუთი მოწითალო შეფერილობის მიღებამდე.
მიირთვით გემრიელად!

5
1036
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1036
  
2013, 5 დეკემბერი, 11:37
ძალიან კარგი რამეა, მეც ვაკეთებ ხოლმე.
2013, 4 დეკემბერი, 22:31
მეც აუცილებლად მოვსინჯავ
2013, 4 დეკემბერი, 22:30
მე ხშირად ვაკეთებ, იოლია და გემრიელი.
2013, 4 დეკემბერი, 22:28
წარმოვიდგინე როგორი ხრაშუნა და გემრიელი იქნება და ძალიან მომინდა
0 1 5