x
image
K.P.
"საბავშვო ევროვიზია 2013"-ზე საქართველომ მორიგი წარმატება მოიპოვა
image












წელს "საბავშვო ევროვიზია 2013"-ს უკრაინამ უმასპინძლა.მეთერთმეტე საბავშვო ევროვიზიაში სულ 12 ქვეყანა მონაწილეობდა: შვედეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, სან-მარინო, მაკედონია, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, ნიდერლანდები, მალტა და რუსეთი.


საქართველო წარმოადგინა სექსტეტმაThe Smile Shop სიმღერით "Give me your Smile". ჯგუფი 6 ბავშვისაგან შედგებოდა და მათი ასაკი 10-დან 14 წლამდე მერყეობდა. საქართველოს წარმომადგენლები წელს მეცხრე ნომრად წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე და მეხუთე ადგილს დასჯერდნენ. ბავშვებმა სიმღერა შესანიშნავად შეასრულეს, ქვეყანა ასახელეს, მაგრამ სამწუხაროდ ხმები არ ეყოთ სამეულში მოსახვედრად.




imageimageimageimageimageimage"საბავშვო ევროვიზია 2013"ზე კი პირველი სამეული ასე გადანაწილდა:

1.მალტა.

2.უკრაინა.

3.ბელორუსი.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ხშირად გვანებივრებდნენ საპრიზო ადგილებით, ორჯერ პირველი ადგილიც დავიკავეთ. ახლა კი გადავხედოთ გასულ წლებს და ჩვენი ქვეყნის სტატისტიკას.

2007 წელს მარამ რომელაშვილმა მე-4 ადგილი დაიკავა.

2008 წელს ჯგუფმა "ბზიკები" გამარჯვება მოიპოვა.

2009 წელს ჯდღესგუფმა პრინცესები მე-6 ადგილი დაიკავა.

2010 წელს მარიამ კახელიშვილმა სიმღერით "მარი-დარი" მე-4 ადგილი დაიკავა.

2011 წელს ჯგუფმა Candy სიმღერით “Candy Music“გამარჯვება მოიპოვა.

2013 წელს ჯგუფმა The FunKids მე-2 ადგილი დაიკავა.

1
514
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
514
  
2013, 1 დეკემბერი, 14:18
კარგი სტატიაა სრული ინფორმაციით და 2012 წელა არ მიგვიღია მონაწილეობა?
0 1 1