ამქვეყნად მრავალი რამაა უცნაური და შეუცნობელი, რომელთა გაგებისა და დანახვის სურვილი გვკლავს, მაგრამ პარაგვაელი მოდელი და პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმა, ლარისა რიკელმე რა გახდა ეგეთი, რომ მისი სახელი ლამის დედამიწის ოთხივ კუთხეში იციან...
ცოტა ხნის წინ, ამ ჩვენს მკერდბუთქუნა ლარისას აზიაში, კერძოდ კი იაპონიასა და სამხრეთ კორეაში უმოგზაურია და როგორც თავად ამბობს, თურმე ქუჩაში მიმავალს ადამიანები აჩერებდნენ და ავტოგრაფს სთხოვდნენ – აქაოდა გიცანით და ვიცით ვინც ხარ და რაც შეგიძლიაო...
ლარისა რიკელმე სექსუალური და ლამაზი ქალი რომაა - ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, მაგრამ მისი ასეთი დიდი პოპულარობა მაინც გასაკვირია. ბოლოს და ბოლოს, მისი ცნობადობა არცთუ ძლევამოსილი პარაგვაის ნაკრების ქომაგობიდან დაიწყო. ლამაზი მკერდი და სხვა ადგილები კიდევ ლათინურ ამერიკაში აბა ვის უკვირს?!...
www.worldsport.ge