საზოგადოება 18 წლის გოგონას სიკვდილისწინა სურვილი 2013, 28 ნოემბერი, 19:53 ლესლი რივესი 18 წლისაა, ცხოვრობს ქალაქ მურიეტაში, შტატი კალიფორნია, მას აპრილის თვეში დაუდგინეს საშინელი დიაგნოზი-ლეიკემია.ის რამდენიმე თვეღა თუ იცოცხლებს, მისმა მშობლებმა და ახლობლებმა მიმართეს ფონდს "ჩაიფიქრე სურვილი", -ეს ორგანიზაცია განუკურნავ ავადმყოფებს უკანასკნელ სურვილს უსრულებს, ლესლის სურვილი სრულიად უბრალო და მიწიერი იყო, ამასთანავე სულისშემძვრელი, დაქორწინდეს საყვარელ ადამიანზე, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა და ზრუნავს მასზე.წინა ხუთშაბათს ლესლი რივესი და დანიელ მენდოზა დაქორწინდნენ. სკოლის დამთავრებისთანავე ლესლი უმეტეს დროს საავადმყოფოში ატარებს, დანიელი ყოველთვის მის გვერდითაა. გოგონას ძალიან უყვარს ტელეგადაცემის ყურება, სადაც დევიდ ტუტერა ორგანიზებას უკეთებს ცნობილი ადამიანების ქორწილებს. ფონდი სწორედ დევიდ ტუტერას დაუკავშირდა და მას სთხოვა ქორწინების ორგანიზება.გაითვალისწინეს რა ლესლის მდგომარეობა, იმოქმედეს სწრაფად. დევიდის საიტზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ, ასეულობით ადამიანმა ფული გამოაგზავნა, ვისაც რამდენი შეეძლო. "ყველაზე კარგი ისაა, -ამბობს დევიდი-რომ ის ჩვეულებრივი პატარძალივით გამოიყურება". ლესლის უნდოდა, რომ მისი ქორწილი დამსგავსებოდა საგა "ბინდის" მთავარ გმირების ქორწილს. ქორწილი გაიმართა 21 ნოემბერს რანჩო ლას-ტომასში, სუფრაზე იყო შოკოლადი მარწყვით და ფოტოკიოსკი, ისე, როგორს ეს პატარძალს სურდა. ცერემონიის წინ ლესლიმ საავადმყოფოში გაატარა, სისხლის მორიგი გადასხმა გაუკეთეს, რომ ქორწილში კარგად ეგრძნო თავი. 925 17-ს მოსწონს
|