x
image
worldsport.ge
რონალდუ ესპანეთში საუკეთესოდ დაასახელეს

imageპორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის პრიზი მიიღო, რომელიც ესპანეთის წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა. ხსენებული ჯილდო ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს მიერაა დაწესებული.
გამოკითხვაში რონალდუმ ბარსელონელ ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას აჯობა. პორტუგალიელმა 32 ქულა დააგროვა, ხოლო მესიმ – 26. ინიესტამ 11 ქულა მიიღო.
მომდევნო ადგილები შემდეგმა ფეხბურთელებმა დაიკავეს: რადამელ ფალკაო (ზაფხულში “მონაკოში” გადასვლამდე მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშობდა – 3 ქულა), ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”) და ანხელ დი მარია (“რეალი”) – 2-2 ქულა, დიეგო კოსტა (“ატლეტიკო”) – 2 ქულა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0