x
image
worldsport.ge
მოურინიო: “პრემიერლიგა საუკეთესოა”

imageლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატად ინგლისის პრემიერლიგას მიიჩნევს.
“სიტისა” და “ტოტენჰემის” მატჩი? უმჯობესია, ერთხელ წააგო 0:6, ვიდრე, 6-ჯერ 0:1. ეს მტკივნეულია, მაგრამ ერთი წაგება ექვსს ნამდვილად ჯობს. დარწმუნებული ვარ, რომელიმე გრანდი შემდეგ კვირაშიც დაკარგავს ქულებს – ეს პრემიერლიგაა.
ესპანეთსა და გერმანიაში ამბობენ, რომ ცუდი ჩემპიონატი აქვთ, ინგლისში კი, საწუწუნო არაფერია. უნდა ვაღიაროთ, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესოა”, - განუცხადა პორტუგალიელმა Sky Sports-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მოურინიოს პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში უმუშავია.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0