შოუბიზნესი სკანდალური მაილი საირუსი საკუთარ დაბადების დღეზე გაქურდეს 2013, 25 ნოემბერი, 11:17 ყველაზე სკანდალური მომღერალი მაილი საირუსი თავის დაბადების დღეზე გაქურდეს. ლოს ანჯელესის პოლიცია იძიებს მომღერლის ბინის გაქურდვის ფაქტს. ქურდებმა ისარგებლეს იმით, რომ მაილი აქტიურად ემზადება პროექტისთვის American Music Awards და გადატვირთული გრაფიკის გამო თითქმის არ იმყოფება სახლში. პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, თუ როგორ მოახერხეს მძარცველებმა მაილის სახლში შეღწევა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბინა გაქურდულია 23 ნოემბერს, მომღერლის დაბადების დღეზე. მას 20 წელი შეუსრულდა. ასევე არ ახმაურებენ თუ რა ნივთები იქნა გატანილი მაილის ბინიდან. გამოძიება გრძელდება... 69 4-ს მოსწონს 3-ს არა
|