თუკი ისეთ საფეხბურთო ეროვნულ გუნდებსაც კი ჰყავთ ცნობილი ქომაგი ლამაზმანები, როგორიც მაგალითად სლოვაკეთისა და პარაგვაის ნაკრებები არიან, ესპანეთს ვითომ რატომ არ ეყოლება ტანფეხმშვენიერი ქომაგი? პირინეელები ხომ კოხტა ლამაზმანთა ნაკლებობას არასოდეს უჩიოდნენ...
ესპანეთის ნაკრების თილისმად და ყველაზე სექსუალურ ქომაგად, ამჟამად წარმოშობით ლა კორუნიელი მოდელი, ერიკა ვერნერი ითვლება, რომელმაც მსოფლიოს არაერთი პოდიუმი უკვე დაიპყრო და ახლა “ფურია როხას“ ქომაგების გულებს მიადგა.
მშვენიერი ერიკა დარწმუნებულია, რომ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონი კვლავ ესპანეთის ნაკრები გახდება და ახლავე აცხადებს, რომ თუკი ესპანელებმა ბრაზილიაშიც იჩემპიონეს, მათთვის გარკვეული სიურპრიზი აქვს მოფიქრებული. ახლა მოდი და იმტვრიე თავი, რა სიურპრიზი შეიძლება იყოს...
www.worldsport.ge