ქალი და მამაკაცი ყველაზე არაორდინალური წყვილი(+ფოტოები) 2013, 21 ნოემბერი, 10:49 რაულ მეირელეში და მისი მეუღლე, ივონე მეირელეში ყველაზე არაორდინალური წყვილია, რაც მათ ტატუებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულში გამოიხატება.
რაულ მეირელეში 30 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველია. იგი თურქულ ფენერბახჩეში თამაშობს.
აღსანიშნავია პორტუგალიელი ფეხბურთელის გარეგნობა. მისი ხელები თითქმის მთლიანად არის დაფარული ტატუებით. მისი მეუღლეც, ივონეც გატაცებულია სხეულის მოხატვით. წყვილმა ტატუების მოხატვა 18 წლის ასაკიდან დაიწყეს და მას შემდეგ ვეღარ ჩერდებიან. მარცხენა მხარზე რაულს თავისი მეუღლის პორტრეტი აქვს გამოსახული.
რაულს და ივონეს ყავთ პატარა ქალიშვილი, ლარა.
ცოლ-ქმარი მართლაც, რომ ძალიან განსხვავებულები და თვალშისაცემნი არიან. განსაკუთრებით კი ისინი ყურადღებას საცურაო კოსტიუმებში იქცევენ. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე მოხატული წყვილის ფოტოებს: 18220 9-ს მოსწონს
|