x
image
ვიზა კოხაძე
სოციალურ ქსელებში საქართველოს "სამეფო ოჯახის" განცხადება გავრცელდა

imageქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან და უფლისწულის მონათვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია და დღემდე მსჯელობის ყველაზე მნიშვნელოვან თემად იქცა.

თუმცა დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ე.წ. " სამეფო ოჯახის" განცხადება, რომლის ტექსტში ვკითხულობთ: - " მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი - გიორგი უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა image
image
ილია მეორემ მონათლა და უფლისწული უწოდა, საზოგადოებაში არაერთხელ გაისმა საჯარო განცხადებები და მოწოდებები კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ მოწოდებები ჩემთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა და ჩემი ოჯახი მონაწილეობას არ იღებს აღნიშნულ პროცესში.ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმება არც ერთი ნაბიჯი ქართველი ხალხისა და ახლად არჩეულ დემოკრატიულ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, რომელმაც იბრძოლა ჩვენი ერისა და ასევე ჩემი ოჯახის თავისუფლებისათვის" - ასეთი შინაარსის განცხადება გავრცელდა სოციალურ ქსელებში.image

0
169
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0