პოეზია ქართული სული 2013, 20 ნოემბერი, 17:41 ერთი უბრალო თოხი ვარ ნაჭედი გლეხის ხელებით ვაზის მტევნების წვენი ვარ ნაწური პაპის ფეხებით თეთრი ქართული ღვინო ვარ ფიცხელი, გონის ამრევი ყოველთვის ჩემს მზეს ფიცულობს სტუმარი ჩემი დამლევი იმ თმაჭაღარა გლეხის და მოხუცი დედის ცრემლი ვარ ხარიც ვარ“ შავი ნიკორა და მუდამ ტვირთით დავდივარ ზოგჯერ სიტურფით განთქმული ცას მოწყვეტილი ქალი ვარ მებრძოლიცა ვარ და გმირიც დაჭრილი ველზე ვაგდივარ ამ ბუმბერაზი მთების და მწვანე ტყეების ხიბლი ვარ თბილი, ლაღი და ნათელი მტკიცე ქართული სული ვარ. ა.ვ. 1998წ. 69 2-ს მოსწონს
|