x
image
აკაკი79
ქართული სული



ერთი უბრალო თოხი ვარ

ნაჭედი გლეხის ხელებით

ვაზის მტევნების წვენი ვარ

ნაწური პაპის ფეხებით






თეთრი ქართული ღვინო ვარ

ფიცხელი, გონის ამრევი

ყოველთვის ჩემს მზეს ფიცულობს

სტუმარი ჩემი დამლევი





იმ თმაჭაღარა გლეხის და

მოხუცი დედის ცრემლი ვარ

ხარიც ვარ“ შავი ნიკორა

და მუდამ ტვირთით დავდივარ



ზოგჯერ სიტურფით განთქმული

ცას მოწყვეტილი ქალი ვარ

მებრძოლიცა ვარ და გმირიც

დაჭრილი ველზე ვაგდივარ





ამ ბუმბერაზი მთების და

მწვანე ტყეების ხიბლი ვარ

თბილი, ლაღი და ნათელი

მტკიცე ქართული სული ვარ.









ა.ვ. 1998წ.image



















0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0