x
image
ვიზა კოხაძე
ყოფილ პრემიერს და ყოფილ პრეზიდენტს სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდიან, ხოლო"ფეისბუქზე" ბიძინა ივანიშვილისადმი მადლიერების გამომხატველი გვერდიც კი შეიქმნა

image
ქართული პოლიტიკა თითქმის ერთდროულად დატოვა ორმა პოლიტიკურმა ფიგურამ: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ - მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. საზოგადოების ერთი ნაწილი გულისამაჩუყებელი სიტყვებით ემშვიდობება პრეზიდენტს, ხოლო მეორე ნაწილი პრემიერის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში ახალ გვერდს ქმნის და ა. შ.

პრემიერ - მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმაც არ დააყოვნა და მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს გაწეული პოლიტიკური საქმიანობისათვის და განაცხადა: - "მსურს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო. ადამიანს, რომელმაც 2 წლის წინ გვერდზე გადადო ყოველივე პირადი და ურთულეს ვითარებაში ქვეყნის გადასარჩენად ღირსეულად შემოაბიჯა ქართულ პოლიტიკაში".

image
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" კი ახალი გვერდი გაჩნდა სახელწოდებით: " მე ვამბობ მადლობას", რომელიც სულ რაღაც ორიოდე დღის წინ დარეგისტრირდა და უკვე ათასობით მოწონება აქვს. - "ვისაც გსურთ, უბრალოდ მადლიერება გამოხატოთ ბიძინა ივანიშვილისადმი, ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისათვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი სტატუსები ან გამოგზავნოთ ფოტოები და ჩვენ მას სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ. ყველამ ავტვირთოთ ჩვენი მადლობა ბიძინა ივანიშვილისადმი! დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის"! - ვკითხულობთ გვერდზე.image

სამადლობელმა ბარათებმა და უამრავმა წერილებმა "იმედის ნაპერწკალი" გაუჩინა ალბათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საკუთარ ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე მათგანი სიამაყით გამოაქვეყნა.imageimageimage


1
18
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
18
  
2013, 20 ნოემბერი, 20:22
ვაფასებ მადლიერების გრძნობას საერთოდ...
0 1 1