x
image
მანჩო 777
ტორტი "სპილოს ცრემლი"
image
ინგრედიენტები:

კვერცხი- 6 ცალი

შაქარი- 6სუფრის კოვზი

ფქვილი- 3 სუფრის კოვზი


კაკაო- 3 სუფრის კოვზი

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით ან გამაფხვიერებელი

კარაქი- 200 გრამი

შესქელებული რძე- 1 ქილა


მომზადება:

6 კვერცხის გული ავთქვიფოთ კარგად შაქართან ერთად, დავამატოთ სოდა ძმრით ან გამაფხვიერებელი და დავაცრათ ფქვილი. მოვურიოთ ფრთხილად.

ცალკე ავთქვიფოთ 6 კვერცხის ცილა, გავაკეთოთ კარგი ბეზე და შევურიოთ ერთმანეთს ეს ორი მასა. ჩავასხათ ცხიმწასმულ პერგამენტიან ყალიბში და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 20-25 წუთი.

ჯერ კიდევ ცხელი გადმოვიღოთ ყალიბიდან, გადავკეცოთ შუაზე და დავუდოთ ცომის გასაბრტყელებელი.

მოვამზადოთ კრემი: კარგად ავთქვიფოთ კარაქი და შევათქვიფოთ შესქელებული რძე.

ავიღოთ გაგრილებული ბისკვიტი და შუაში წავუსვათ კრემი. დავადოთ მთლიანი გასუფთავებული ბანანი.

ისევ გადავკეცოთ ბისკვიტი და ერთ მხარეზე წავუსვათ კრემი, მივაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. თავზე გადავასხათ მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!

image

1
197
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
197
  
2013, 20 ნოემბერი, 0:17
ძალიან საინტერესოა.გემრიელიც იქნება
0 1 1