ქალი და მამაკაცი მოტყუებული ქმრის უცნაური შურისძიება 2013, 19 ნოემბერი, 23:31
აი რა მოიფიქრა გამჭრიახმა და ცოლზე შურისმაძიებელმა ამერიკელმა: მან თავისი სახლის აივანზე დადგა სკულპტურა, რომელიც უჩვენებს შუა თითს. ამ არცთუ ისე წესიერ "შედევრს" ალანის ყოფილი ცოლი ყოველ დილით უყურებს თავისი სახლის ფანჯრებიდან. სამმეტრიანი ფიგურა "შურისმაძიებელს" საკმაოდ ძვირი- 7 000 დოლარი დაუჯდა. თუმცა ხარჯმა ნამდვილად გაამართლა: ყოფილი ცოლი ყოველდღე ხედავს ამ უსიამოვნო სკულპტურას, თუმცა არამარტო დღისით, რადგან ღამღამობით ფიგურა განათებულია. ალან მარკოვიცი და მისი ყოფილი ცოლი სულ 2 წელი იყვნენ დაქორწინებულები, თუმცა გაირკვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ცოლს რომანი ჰქონდა გაჩაღებული სხვა მამაკაცთან. ასე რომ, 59 წლის ალანის საქციელი გასაგებია: მან საკმაოდ ჰუმანურად იძია შური ცოლზე და გარდა ამისა, საკუთარ თავს მშვენიერი პიარი გაუწია. 960 14-ს მოსწონს
|