x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ყველაზე ცნობილი ფოტოფალსიფიკაციები,რომლებიც ნამდვილი ეგონათ

image 1-Air France 447.-რეისი-ეს ფოტო თითქოს გადაღებული იყო ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე თვითმფრინავი მიწას დაენარცხებოდა, სინამდვილეშიეს კადრი ამოღებულია სერიალიდან «Lost», თუმცა ბევრს კარგა ხანი სჯეროდა, რომ ფოტო რეალური იყო და ავიაკატასტროფის ბოლო წამებს ასახავდა. image 2-ცუნამი ინდოეთის ოკეანეში -ინტერნეტში 2004 წელს მომხდარი ცუნამის მრავალი ფოტო დაიდო, ერთ-ერთია ეს ფოტოც, თუმცა ყალბია, სინამდვილეში ფოტო გადაღებულია ჩილეს სანაპიროზე და დამატებულია ფოტოშოპი. image 3-ტურისტი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სახურავზე 2001 წლის 11 სექტემბერს- ბევრს კარგა ხანი სჯეროდა, რომ ეს ფოტო რეალური იყო, ტერაქტამდე ერთი წამით ადრე გადაღებული და თითქოს ნანგრევებში იქნა ნაპოვნი ტურისტის ფოტოაპარატი, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ფოტო ყალბი იყო.image 4-ჰერკულესი, ყველაზე დიდი ძაღლი მსოფლიოში- ეს გახლავთ წმინდა წყლის ფოტოშოპი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ოფიციალური სია მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლებისა, ეს მამაკაცი და მისი ძაღლი ამ სიაში არ ირიცხებიან, მაინც ინტრნეტმომხმარებალმა დაიჯერა , რომ ძაღლი რეალურია, სინამდვილეში დღეს-დღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლია დოგი-სახელად ზევსი. image 5-ზვიგენი ვერტმფრენს ესხმის თავს -ნებისმიერი საღად მოაზროვენე ადამიანი მიხვდება, რომ ეს პრიმიტიული იაფასიანი ფოტოსიმულაციაა, თუმცა ზოგს სჯერა, რომ სურათი რეალურია. image
6-ბუშს უკუღმა უჭირავს წიგნი-როგორც არ უნდა დასცინონ ყველაზე დაბალი ინტელექტის მქონე ამერიკის პრეზიდენტს, ეს მაინც წმინდა წყლის ფოტოფალსიფიკაციაა. image 7-მარსიდან გადაღებული დედამიწის, ვენერას და მერკურის ფოტო- ეს ფოტო თითქოს მარსმავალმა გადაიღო, თუმცა წმინდა წყლის ფალსიფიკაციაა და გაკეთებულია პლანტერიუმში.image 8-ბუ ცისარტყელა- ფოტოს ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ეს იშვიათი ჯიშის "ბუ-ცისარტყელა" ბინადრობს ჩინეთის ტყეებში, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოშოპი იყო, ხოლო ფრინველი ჩვეულებრივი "შევარდნისებური ბუ" გახლავთ.image 9-ციხესიმაგრე წყალში- ეს ფოტო ხშირად იდება ინტერნეტსაიტებზე, სინამდვილეში კი ფალსიფიკაციაა, რომელიც მიღებულია გერმანული ციხესიმაგრის და ტაილანდის კლდოვანი კუნძულის ფოტომონტაჟით.image 10-იასამნისფერი საზამთრო- თითქოს ამ ჯიშის საზამთრო იაპონიაში მოჰყავთ და ძალიან ძვირია, თუმცა ბუნებაში მსგავსი საზამთრო არ არსებობს, მორიგი ფოტოსიმულაციაა.

2
145
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
145
  
2013, 19 ნოემბერი, 12:40
მადლობა,გაიხარე
2013, 19 ნოემბერი, 12:37
ძალიან მომეწონა:)
0 1 2