შოუბიზნესი ტარიელ სუარი: "რამდენი უნდა მეთმინა ჩემო ქალღმერთო, რომ შენს უსპეტაკეს ბაგეს ვმთხვეოდი" 2013, 15 ნოემბერი, 10:03 ![]() მას შემდეგ რაც მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა მოულოდნელად ცოლად გაყვა მუსიკოს ტარიელ სუარს, ინტერესი წყვილის მიმართ არ წყდება. ტარიელი უზომოდ არის იაზე შეყვარებული, რაც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსიდანაც კარგად ჩანს: "რაც საკუთარი თავი იასთან დავაკავშირე, ჩემი ცხოვრება ორჯერ უფრო, არა ათჯერ, არა ათიათასჯერ უფრო საინტერესო გახდა. ეს რომ მცოდნოდა, ამ გოგონას ბავშობიდანვე ამოვიღებდი მიზანში და 18 წლის გახდებოდა თუ არა იმ დღესვე მოვიტაცებდი. მაგრამ როგორც ვხვდები ღმერთის ნება არ ყოფილა ასე. რამდენი უნდა მეთმინა ჩემო ქალღმერთო რომ შენს უსპეტაკეს ბაგეს ვმთხვეოდი. და თუ არა მამა გაბრიელის ჩანაფიქრი მე ამ ყველაფერს ვერასოდეს ვეღირსებოდი. ალლილუია ალლილუა ალლილუია დიდება შენდა ღმერთო." აი ასეთი შეყვარებულია ჩვენი(არა იას) ტარიელი. ![]() ბედნიერება წყვილს! 175 5-ს მოსწონს
|