x
image
მანჩო 777
ტორტი "შვარცვალდი"( შავი ტყე)

image
ინგრედიენტები

ბისკვიტისათვის:
10 კვერცხი
200 გრამი შაქარი
200 ფქვილი
კაკაო (შავი)-50 გრამი
გამაფხვიერებელი-10 გრამი
კარაქი-100 გრამი

კრემისათვის:
800 გრამი ნაღები(30%-იანი)

ოსართავად და დასანამად:
500 გრამი ალუბალი(ცოცხალი ან კონსერვირებული)
50 გრამი კონიაკი
ალუბლის სიროფი
შავი შოკოლადი 100 გრამი

მომზადება:
პირველ რიგში ვაცხობთ ბისკვიტს: კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით კარგად, დავამატოთ შაქარი და კვერცხის გულები. დავაცრათ ერთად არეული კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოვურიოთ საკონდიტრო ნიჩაბით ან ხის კოვზით ფრთხილად. ნელ-ნელა ჩავასხათ გამდნარი კარაქი და ისევ მოვურიოთ. ცომი ჩავასხათ ცხიმიან პერგამენტიან ყალიბში(22-25 სმ დიამეტრის), დავდგათ ღუმელში 120 -130 გრადუსზე და გამოვაცხოთ დაახლოებით 40-50 წუთი. ამოვიღოთ ფორმიდან და გავაგრილოთ.
ალუბალი დავკურკოთ და დავაყაროთ შაქარი, გავაჩეროთ 2 საათი, შემდეგ დავყაროთ საწურზე და მიღებულ სიროფს შევურიოთ კონიაკი.
კარგად გაცივებული ნაღები ჩავდგათ ყინულიან თასში და ავთქვიფოთ კარგად, ზედმეტი არ მოგვივიდეს, თორემ კრემი ფაფუკი აღარ იქნება.
ბისკვიტი გავჭრათ ორ ან სამ ნაწილად. თითოეული დავნამოთ ალუბლის სიროფით, წავუსვათ ათქვეფილი ნაღები და მოვაწყოთ ალუბალი. ზემოდანაც წავუსვათ ნაღები და მოვრთოთ გახეხილი შავი შოკოლადით და ცოცხალი ალუბლებით.
გემრიელად მიირთვით!

imageimage

0
310
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0