1-ჰილარი კლინტონი-ჯარიმა 40 ფუნტი(დაახლოებით 65$)-ჰილარი კლინტონის ავტომობილი ოქტომბრის დასაწყისში ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობის სამეფო ინსტიტუტთან ფასიან ავტოსადგომზე კვიტანციის გარეშე დგომის გამო იქნა დაჯარიმებული, დიდი თანამდებობისა და დაცვის მიუხედავად, პოლიციელი არ შედრკა და კლინტონს ჯარიმა გამოუწერა.რამდენიმე დღეში ქალბატონმა კლინტონმა ჯარიმა გადაიხადა, 14 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.
2-ბარაკ ობამა-ა.შ.შ-ს პრეზიდენტი-ჯარიმა 120 ფუნტი სტერლინგი(დაახლოებით 194$)-მოძრაობის წესების დარღვევის გამო ლონდონში 2011 წელს ა.შ.შ-ს პრეზიდენტის კორტეჟი დაჯარიმებული იქნა, ვიდეოთვალმა დააფიქსირა, თუ როგორ დაარღვია მოძრაობის წესი პრეზიდენტის ლიმუზინმა, თუმცა ამერიკის საელჩომ უარი განაცხადა გადაეხადა ჯარიმა, მოიშველია ვენის 1960 წლის კონვენცია, რის მიხედვითაც გადასახადი დიპლომატიური მისიისთვის აკრძალულია, თუმცა ლონდონის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს გადასახადი კი არა ჯარიმა იყო.
3-ტაკუმი ნემოტო-იაპონიის რეკონსტრუქციის მინისტრი-ჯარიმა ერთი თვის ხელფასი-2011 წელს ატომურ სადგურზე"ფუკუსიმა-1"-ზე მოხდა ავარია, დაზარალებულებმა ბევრჯერ მიმართეს დახმარებისთვის სამინისტროს, სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელმა იასუხუდო მიძუნომ სახალხოდ მიაყენა შეურცხყოფა დაზარალებულებს, მინისტრმა თავი ვალდებულად ჩათვალა ბოდიში მოეხადა ქვეშემრდომის გამო, ის სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო თავის თავი ერთი თვის ხელფასის მოხსნით დაისაჯა.
4-არნოლდ შვერცნეიგერი-კალიფონიის შტატის ყოფილი გუბერნატორი-ჯარიმა 400ევრო-2011 წელს ავსტრიის აეროპორტებში მოწევის გამო 2 ადგილას 200-200 ევროთი დაჯარიმდა-ზალცბურგში და გრაცში. 5-ფერნანდო ლუგო-პარაგვაის პრეზიდენტი 2008-12 წლებში.ჯარიმა 109$-პარგვაის პრეზიდენტი 2009 წელს დაჯარიმებული იქნა არასწორი გასწრებისთვის და ვადაგასული მართვის მოწმობის გამო, საგზაო პოლიციის თნამშრომლები გაოცდნენ, როდესაც Ford Explorer-ის საჭესთან მჯდომი პრეზიდენტი როცა აღმოაჩინეს, თუმცა ჯარიმა მაინც გამოწერეს.
6-მიგელ ანხელ მანსერა-მეხიკოს მერი, ჯარიმა 800$-მეხიკოს მერი იმიტომ იქნა დასჯილი, რომ გაფრთხილების გარეშე მან 5 დღით მიატოვა თანამდებობრივი პოსტი და ჯერ ვატიკანში გაემგზავრა პაპის ინტრონიზაციაზე, შემდეგ კი მადრიდი მოინახულა. 7-გერდიმილას კირკილასი-ლიტვის ექს-პრემიერი-ჯარიმა 290$.იგი დაჯარიმებული იქნა 2008 წელს საზოგადოებრივ ადგილას თამბაქოს მოწევის გამო, ეს კანონი ლიტვაში 2007 წელს მიიღეს, რის მიხედვითაც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოწევა აკრძალულია.მან გადაიხადა ჯარიმა, თუმცა თამბაქოსთან განშორებას პოლიტიკოსი არ აპირებს.