ჩოგბურთი როგორ მოახერხა მარია შარაპოვამ მილიონების დაგროვება? 2013, 12 ნოემბერი, 12:28 აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ქალი, სპორტსმენის ტიტული, მარია შარაპოვამ მოიპოვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქალები მამაკაცებზე არანაკლებ დიდ თანხებს გამოიმუშავებენ. ახლა შარაპოვა უფრო დაკავებულია რეკლამებში მონაწილეობითა და სხვადასხვა პროექტებით, რომლებიც მის საბანკო ანგარიშს კიდევ უფრო ზრდიან. მოდით გავარკვიოთ, როგორ მოახერხა მარია შარაპოვამ ასეთი წარმატების მიღწევა და მილიონების დაგროვება?წინა 12 თვის განმავლობაში სპორტსმენის შემოსავალი, ექსპერტების აზრით, 29 მილიონი დოლარი იყო.25 მილიონი, მას კორტებზე გამარჯვებამ მოუტანა.არანაკლები შემოსავალი აქვს მას სხვადასხვა კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმების შედეგად. 2010 წელს მან ხელი მოაწერა სარეკლამო კომპანია "Nike"–თან 8 წლიან ურთიერთობაზე და მისი შემოსავალი ამ პერიოდში 70 მილიონია. უახლესი დიდი სამწლიანი გარიგება დადო მან კომპანია "Samsung"–თან. ამ ზაფხულში მარია ავტომობილების უდიდესი კომპანიის "Porshe"–ს ოფიციალური სარეკლამო სახე გახდა. წინა წელს მარია შარაპოვამ, საკუთარი კომპანია დააარსა, რომელიც კანფეტებს "Sugarpova"– ამზადებს და საკმაოდ წარმატებულადაც. მარია შარაპოვა ლამაზია და მისი ფოტოსურათები ძალიან ხშირად ამშვენებენ სხვადასხვა პოპულარული ჟურნალ გაზეთების გარეკანს, ის მოდის ინდუსტრიაშიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. 116 5-ს მოსწონს
|