პლანეტის უძლიერესმა კაცმა უნებლიედ ლგბტ–ის მხარდამჭერი მიტინგი დაშალა.
"ყველაზე ძლიერი მამაკაცი პლანეტაზე"–ამ ტიტულის მქონე ვასილ ვირასტიუკმა, შემთხვევით დაშალა მიტინგი, რომელსაც სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად მართავდა ორგანიზაცია "წისფერი პარტიზანები" ლვოვში.
თვითმხილველების განცხადებით, ვიღაც უცნობი მამაკაცი მრისხანე სახით და ხელების ქნევით მოულოდნელად გამოჩნდა და პირდაპირ მათკენ გამოემართა. მის დანახვაზე დემონსტრანტებმა დაყარეს პლაკატები და სიმბოლიკები და ვინ საით გაიქცა არავინ იცის.
"ეს საშინელება იყო!"–აღშფოთება ვერ დამალა "ცისფერი პარტიზანების" მეთაურმა.
გეები, რა გეები?–ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის მომხდარზე კომენტარის გაკეთებისას განცვიფრება ვერ დამალა ვირასტიუკმა. მთელი დღე საშინელ განწყობაზე ვიყავი, რადგან კბილის აუტანელი ტკივილი მაწუხებდა, ამიტომაც ასეთი შეწუხებული სახით და ხელების ქნევით მივრბოდი უახლოეს დანტისტთან, რომლის კაბინეტიც ზუსტად იქაა, სადაც თურმე მიტინგი ტარდებოდა. მივრბოდი იმიტომ, რომ ტკივილის შეგრძნებას უკვე ვეღარ ვუმკლავდებოდი.
–მომიტინგეებს დაერიეთ?
–არა რა მომიტინგეები, მე მათთან რა საქმე მქონდა, ხომ გითხარით მოედანი უნდა გადამეჭრა დანტისტთან რომ მივსულიყავი.
–როგორც კი მივირბინე მოედანთან დავინახე ადამიანების ჯგუფი პლაკატებით ხელში, რომლებმაც ჩემს დანახვაზე რატომღაც ყველაფერი დაყარეს და სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ. მე ვფიქრობდი ბავშები იყვნენ და რაღაც იუმორისტულ ღონისძიებას ატარებდნენ.