x
რა ხდება დვანში ?

დღეს ერთად ჩავედით სოფელ დვანში და საკუთარი თვალით მოვინახულეთ იქ არსებული სიტუაცია, საკუთარი თვალით ვნახეთ ოკუპირებული მიწა და დანგრეული სახლ-კარი. საკუთარი თვალით ვნახეთ მავთულხლართებს იქეთ მოდარაჯე რუსის ჯარისკაცები, რომლებიც სხვადასხვა სათვალთვალო მოწყობილებით თვალს ადევნებდნენ ჩვენ გადაადგილებას.

50 მეტრით აპირებს რუსები ე.წ. “ საზღვრის '' კვლავ გადმოწევას და 50 მეტრით იგეგმება მიწის ოკუპაცია.

ვესაუბრეთ დვანის მოსახლეობასაც, გავარკვიეთ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ, მათ შორის ერთ-ერთი არსებითია სასმელი წყლის პრობლემა. ოკუპაციის გამო დვანის უმეტეს ოჯახს არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გახლდათ. მიწები (დაახლოებით 200-250 ჰა.) მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მოსახლეობა განიცდის საკმაოდ მძიმე კრიზისს. ელემენტარულად ზამთარი მოახლოებულია და ოჯახები დარჩენილია შეშის გარეშე, ამ ეტაპზე შეყვანილი არ არის ბუნებრივი აირი.

მძიმე ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოსახლეობამ გაგვიმხილა თავიანთი წუხილი და მზადყოფნა, რომ სოფლის ახალგაზრდები (ჯარგავლილი ახალგაზრდები) მზად არიან დაიცვან თავიანთი სოფელი, რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფს მათ დასაქმებას და რამდენიმე ოჯახის გადარჩენას.

მეგობრებო 350 ოჯახია ამ სოფელში და თუ ხელისუფლება არ იქნება ქმედუნარიანი საქართველო კვლავ დაკარგავს ერთ მშვენიერ სოფელს და მალე დაიწყება მიგრაცია.


ირაკლი ღლონტი

ააიპ “საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის'' თავმჯდომარეimage

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0