x
image
worldsport.ge
მარსელო დაისვენებს, ხედირა სათამაშოდ მზადაა

imageმადრიდის “რეალს” მარსელო დაახლოებით ორი კვირა ვერ დაეხმარება. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ბრაზილიელმა მცველმა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მუხლი იტკინა. ამავე მუხლმა მარსელო პირველად ავსტრალიის წინააღმდეგ გამართული მატჩისას შეაწუხა.
ესპანურმა პრესამ ბოლო დღეებში “სამეფო კლუბის” ნახევარმცველ სამი ხედირას ტრავმის შესახებაც დაწერა, მაგრამ ეს უკანასკნელი ბოლო ინფორმაციით, პრიმერადივიზიონის მე-13 ტურში, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0