ნამცხვრები შოკოლადის ჩიზქეიქი "ბეილისით" 2013, 5 ნოემბერი, 22:42 ინგრედიენტები ცომისათვის: 300 გრამი შოკოლადის ნამცხვარი(პეჩენია) 50 გრამი შაქრის პუდრა 50 გრამი კაკაოს ფხვნილი 75 გრამი კარაქი გულსართისათვის: 700 გრამი ნაღების ყველი 200 გრამი შაქარი 30 გრამი კაკაო 3 კვერცხი 1/2 ჭიქა ნაღები 1/2 ჭიქა "ბეილისი" 3 სუფრის კოვზი ფქვილი გასაფორმებლად: 1/2 წიქა ნაღები 125 გრამი შავი შოკოლადი მომზადება: გავაცხელოთ ღუმელი 170 გრადუსამდე. ფართო ჯამში ავურიოთ ერთმანეთში დაფხვნილი ნამცხვარი, შაქრის პუდრა და კაკაო. დავამატოთ გამდნარი კარაქი და ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.ჩავდოთ მიღებული ცომი 20 სმ-იან ტორტის ფორმაში და გამოვაცხოთ 10-15 წუთით. გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაგრილოთ. ავწიოთ ტემპერატურა 225 გრადუსამდე. დიდ ჯამში ავურიოთ ნაღების ყველი, შაქარი, კაკაო და ფქვილი. ვურიოთ სულ და სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხები. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ ნაღები და ფრთხილად დავამატოთ "ბეილისი". ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს და კარგად მოვურიოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ეს გულსართი დავასხათ ჩვენს მიერ ნახევრად გამომცხვარ ცომს და გადავასწოროთ კარგად. შევდგათ ღუმელში და 10 წუთი გავაჩეროთ 225 გრადუსზე, შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურა 160 მდე და კიდევ ვაცხოთ 40 წუთი. გამოვიღოთ და გავაგრილოთ. გლაზურისათვის გავხეხოთ შოკოლადი, დავასხათ ნაღები და დავდგათ ნელ ცეცხლზე, სანამ გადნება შოკოლადი. 3/4 ფილა შოკოლადი დავტოვოთ და ცეცხლიდან გადმოდგმისთანავე ჩავყაროთ ამ მასაში. ცხელივე დავასხათ ჩვენს ჩიზქეიქს და დავდგათ მაცივარში მინიმუმ 1საათი. მიირთვით გემრიელად! 9 56 11-ს მოსწონს |
ჩიზქეიქი რა იყო არც კი ვიცოდი. :)