კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი ძალიან დაღალა თავისი ცოლის, ცნობილი მოდელის, მალენა კოსტას მომთხოვნმა ბუნებამ და ხუშტურებმა და როგორც ერთ-ერთ ესპანურ ტელეშოუში ნახევრად ხუმრობით განაცხადა, უახლოეს მომავალში ოჯახის ბიუჯეტის გეგმიურად ხარჯვას აპირებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად უსრულებს პუიოლი თავის ცოლს თხოვნებს, კარლესი თურმე ძალიან გაცხარდა და დაუფარავად თქვა, რომ მისი შემოსავლის დიდი ნაწოლი სწორედ ცოლის სურვილებს ხმარდება და ბევრი მამაკაცი არ ეგულება, რომელიც მასსავით ანებივრებდეს ცოლს.
მალენა კოსტა და კარლეს პუიოლი ორი წელია, რაც ოფიციალურად ჯვარდაწერილ ცოლ-ქმრად თვლებიან. მანამდე ეს წყვილი ოთხი წელი ერთად ცხოვრობდა, მაგრამ დაქორწინება მალენას სურვილი იყო და პუიოლმა ეს სურვილიც აუსრულა. ამის შემდეგ კი დაიწყო რაც დაიწყო...
www.worldsport.ge