საზოგადოება 77 წლის სილვიო ბერლუსკონიმ ჩუმად იქორწინა? 2013, 4 ნოემბერი, 9:23 77 წლის სილვიო ბერლუსკონიმ და მისმა 28 წლის რჩეულმა ფრანჩესკა პასკალემ იქორწინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრანჩესკას დაქალმა მერიტელ პოლანკომ აცნობა. პრესის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ქორწილი სამი კვირის წინ შედგა მილანის ახლოს, ბერლუსკონის ვილაზე.ცნობილი გახდა, რომ მათმა ოფიციალურად ქორწინება არ გააფორმეს, ჯვრისწერა კი ჩატარდა პატარა სამლოცველოში, რომელიც ბერლუსკონის ვილის ტერიტორიაზე მდებარეობს.შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონი ორჯერ იყო ქორწინებაში. მისი წინა ქორწინება მსახიობ ვერონიკა ლარიოსთან 2009 წელს დასრულდა.ფრანჩესკო პასკალე ყოფილი მოდელია, ახლა კი მისი პარტიის აქტივისტია, ბერლუსკონი მას 7 წელია იცნობს. 380 8-ს მოსწონს
|