საზოგადოება მომღერალი შერი სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე არ იმღერებს? 2013, 17 სექტემბერი, 14:03
შერიმ განაცხადა, რომ მისი მეგობრის თხოვნას კატეგორიული უარით უპასუხა, ამით მან სოლიდარობა გამოუცხადა "გეი-საზოგადოებას".შერიმ არ დაასახელა მეგობრის სახელი და გვარი მაგრამ ცნობილია, რომ მომღერალმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა რუსეთში გამართულ კონცერტზე სულეიმან კემიროვის თხოვნით.შერის განმარტებით მას მეგობარმა აუხსნა, რომ რუსეთის მთავრობა გადაწყვეტილებებს მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ღებულობს და საზოგადოებისათვის არ არის მისაღები "გეი-პრორაგანდა."ცნობილია, რომ შერის შვილი ჩეზ ბონო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსსექსუალია(ის დაიბადა გოგო). საზღვარგარეთის საზოგადოებისათვის მიუღებელია რუსეთის კანონი "გეი-პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ და ასევე იმის აკრძალვა, რომ არ მოხდეს რუსი ბავშვების შვილობა ერთსქესიან, უცხოეთში მცხოვრებ წყვილებზე.ამის წინააღმდეგ არაერთი ცნობილი ადამიანი გამოვიდა, მაგალითად მადონა. ამბობენ, რომ სოჭში ოლიმპიადას შეიძლება ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ბოიკოტი გამოუცხადოს.რადგან ისინი თვლიან, რომ იქ ჩასული ბევრი არატრადიციული ორიენტაციის მქონე სპორტსმენის უფლებები შეილახება. 38 5-ს მოსწონს
|