საზოგადოება ვარსკვლავები, რომლებსაც ცუდი ურთიერთობა აქვთ დედასთან. 2015, 17 აპრილი, 23:01
მარტში 90 წლის იუბილე აღნიშნა ელტონ ჯონის დედამ, შეილა ფრეინბრაზერმა, დაბადების დღეს ესწრებოდა ყველა მისი ნათესავი და ახლობელი, არ იყო მხოლოდ მისი ერთადერთი შვილი ელტონ ჯონი.შეილა ელოდებოდა მის ვაჟს, რომელიც იუბილეზე არ მივიდა.ელტონ ჯონს ურთიერთობა მის შემდეგ აღარ აქვს საკუთარ დედასთან, როდესაც გადაწყვიტა დაქორწინებულიყო მის პარტნიორ დევიდ ფერნიშესთან.ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო შეილა და ასევე ელტონის უახლოესი მეგობრები.ქორწინების შემდეგ ელტონს არცერთ მათგანთან ურთიერთობა აღარ აქვს მეტიც მან დედას უთხრა რომ ის ვერ იტანს მას.მიუხედავად ყველაფრისა ელტონი დედის ყველანაირ ხარჯებს თვითონ ანაზღაურებს, მაგრამ შეილა ოცნებობს იმ დროზე როდესაც შვილი ყოველ საღამოს ინტერესდებოდა მისი ამბებით და ელოდება დროს როდესაც ელტონი მასთან მივა.
ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან პოპულარულ რეპერს ემინემს.მათი ურთიერთობა ბავშვობის ადრეულ წლებში გართულდა, როდესაც დედა ალკოჰოლურ სასმელებსა და ნრკოტიკებზე დამოკიდებული აღმოჩნდა. ემინემს მარტო უწევდა სიღარიბესთან ჭიდილი და ოჯახის რჩენა.მიუხედავად ამისა მათი ურთიერთობა დედის ავადმყოფობამ შეცვალა, მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ემინემმა ყველაფერი აპატია დედას და სიმღერაც კი მიუძღვნა მას სადაც ამბობს:"მიუხედავად ყველაფრისა შენ ჩემი მშვენიერი დედა ხარ."
ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ ჯენიფერ ენისტონსა და მის დედას, რომელმაც ცუდი ინტერვიუ მისცა შვილის ცხოვრებაზე უცხოურ ტაბლოიდებს.შემდეგ კი წიგნიც გამოსცა სადაც შვილს ცუდად მოიხსენიებს და მისი ცხოვრების პიკანტურ თემებზე საუბრობს.ამის შემდეგ ჯენიფერმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა და პრედ პიტთან შეუღლებისას ქორწილშიც კი არ დაპატიჟა. მაგრამ დროთა განმავლობაში მათი ურთიერთობა დათბა და როდესაც დედამისს ინსულტი მოუვიდა ჯენიფერი მას არ მოშორებია. დღემდე ცუდი ურთიერთობა აქვს დრიუ ბერიმორს საკუთარ დედასთან, რომელმაც შვილის პოპულარობა საკუთარი გამდიდრების წყაროდ აქცია, ჰყიდდა მის ნივთებს ჟურნალისტებს აძლევდა ცუდ ინტერვიუებს. დემი მურსა და დედამისს, ვირჯინიას, მას შემდეგ გაუფუჭდათ ურთიერთობა რაც ვირჯინიამ პრესის წარმომადგენლებს შვილი ცუდად დაუხასიათა, მათი ურთიერთობა დათბა მას შემდეგ რაც ვირჯინიას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, დემი მური სავადმყოფოში დედის გვერდით იყო მის გარდაცვალებამდე. მეგ რაიანი და მისი სამი და-ძმა დედამ მიატოვათ როცა ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, რათა საკუთარი კარიერა აეწყო. მეგმა ეს ვერ აპატია მის დედას და გაწყვიტა მასთან ურთიერთობა. დიდი ხნის შემდეგ დედამ ჯურნალისტებს მისცა ინტერვიუ სადაც პატიებას თხოვდა მის შვილებს, მაგრამ მისი ეს თხოვნა მიუღებელი აღმოჩნდა მეგ რაიანისთვის. 49 4-ს მოსწონს
|