საზოგადოება ვინ იყო ალ კაპონე? 2014, 21 იანვარი, 18:39 1920–30–იანი წლებში, ამერიკის მაფიოზური ცხოვრების სათავეში სისასტიკითა და შეუბრალებლობით, საყოველთაოდ ცნობილი ადამიანი ალ კაპონე იდგა.დანამდვილებით არავინ არ იცის მისი ბრძანებით მოკლული ადამიანების რაოდენობა.ამ ადამიანის სახელის ხსენება შიშის ზარს სცემდა ყველას მათ შორის თვით მისი კლანის ავტორიტეტებსაც. ალფონსო გაბრიელ ფორელო კაპონე მრავალშვილიან ოჯახში, მისივე თქმით ნიაპოლში 1899 წლის 17 იანვარს დაიბადა.1909 წელს ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახში 9 შვილი იზრდებოდა.მისი სასტიკი ბუნება ბავშვობაშიც ვლინდებოდა, მას შეეძლო სასტიკად ეცემა სკოლის ამხანაგი, პატარა გაბრაზების დროსაც.შეურაცხოფას აყენებდა მასწავლებლებს და ხელითაც კი იწევდა მათკენ.მისი ასეთი ბუნება შეუმჩნეველი არ გამხდარა ქუჩის ბანდის მეთაურისათვის ჯონი ტორიოსათვის.შემდგომში კი ის ამ ბანდის აქტიური წევრი გახდა.პირველი მისი მსხვერპლი პატარა ჩინური რესტორნის მფლობელი იყო, რომელიც ტორიოს ბანდას დაუპირისპირდა.ის აქტიურად თამაშობდა ბილიარს და ამდროს დიდი უსიამოვნება მოსდიოდა არამარტო უბრალო მოთამაშეებთან არამედ უკვე დიდ ავტორიტეტებთანაც.ალ კაპონეს უსიამოვნება მოუვიდა ერთ-ერთ ავტორიტეტთან, ფრენკ გალუჩიოსთან, რომელმაც სახეზე დანა ჩამოუსვა სწორედ აქიდან წარმოიშვა მისი ზედმეტსახელი "სახე შრამით". თვითონ კი ამ შრამს პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობას უკავშირებდა, რომელშიდაც საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა.შემდეგ ტორიო გადავიდა ჩიკაგოში, მას სანდო ადამიანი სჭირდებოდა ამიტომ თან გაჰყვა ალ კაპონეც.იმ პერიოდში ამერიკაში "მშრალი კანონი" მოქმედებდა, ამიტომ სპირტიანი სასმელით ვაჭრობა ძალიან მომგებიანი იყო.ამ სფეროში მწვავე კონკურენცია მეფობდა და სწორედ ალ კაპონე ამ საქმით დაინტერესდა.სისასტიკით განთქმულმა ალ კაპონეს დაჯგუფებამ ამერიკის კრიმინალური სამყაროს წესები შეცვალა.კაპონეს მოშორება ძალიან ბევრს უნდოდა მაგრამ მასთან მიღწევა დაცვის გამო შეუძლებელი იყო.ალ კაპონეს შემოსავალი კოლოსალური ციფრებს აღწევდა (60 მილიონი დოლარი) იმ დროისათვის ის იყო უმდიდრესი ადამიანი, რომლის ძალაუფლება განუსაზღვრელი იყო.მას მოსყიდული ჰყავდა პოლიციელები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და იყო ჩიკაგოს უგვირგვინო მეფე.დროდადრო კაპონე ხსნიდა უფასო სასადილოებს ღარიბებისათვის და ამით პოპულარული ხდებოდა მოსახლეობაში.როგორც ამბობენ იმ პერიოდში კლანურ დაპირისპირებას 700 ადამიანი შეეწირა, უშვალოდ ალ კაპონეს ბრძანებით კი მოკლული იყო 400-მდე ადამიანი. 1931 წელს ის გაასამართლეს გადასახადების დამალვის ბრალდებით და მიუსაჯეს 11 წელი.რამოდენიმე ხნის შემდეგ კი გადაიყვანეს ალკატრასის სისასტიკით ცნობილ საპყრობილეში სადაც მას ჩვეულებრივად ამუშავებდნენ და იძულებულს ხდიდნენ დაესუფთავებინა საპირფარეშოებიც კი.1939 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ციხიდან დროზე ადრე გათავისუფლდა.კრიმინალურ სამყაროზე ზეგავლენა უკვე აღარ შეძლო.1947 წლის 25 იანვარს კი გარდაიცვალა.ის იყო კრიმინალური ავტორიტეტებს შორის ის გამონაკლისი, რომელიც არა სხვისი ტყვიით არამედ თავისივე სახლში ავადმყოფობით გარდაიცვალა. 1407 9-ს მოსწონს 1-ს არა
|