x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139046
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ნამცხვარი " ატამი" (ფოტორეცეპტი)
image
მოდით ერთად გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობის საყვარელი ნამცხვარი "ატამი"-იოლად მოსამზადებელი, ლამაზი და გემრიელი ტკბილეული. ამ ნუგბარის გამოცხობას არც ბევრი მასალა სჭირდება და არც ზედმეტი ძალისხმევა. გააკეთეთ და გაახარეთ თქვენი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატარები.მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს. დასაწყისისათვის მოვიმზადოთ

ინგრედიენტები:

კვერცხი- 2 ცალი

შაქარი- 300 გრამი


კარაქი-100 გრამი

არაჟანი-2 სუფროს კოვზი

ფქვილი- 2 ჩაის ჭიქა

მოხარშული შესქელებული რძე- 1 ქილა

ვანილი, მარილი- გემოვნებით

სოდა ან გამაფხვიერებელი-1 ჩაის კოვზი

ნიგოზი-100 გრამი

სტაფილო-1 ცალი

ჭარხალი-1 ცალი

მომზადება:

კვერცხისა და შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი.

image

დავამატოთ არაჟანი და დარბილებული კარაქი, ავთქვიფოთ მიქსერით კარგად.

image

ფქვილი ავურიოთ გამაფხვიერებელთან ან სოდასთან ერთად, დავამატოთ მარილი დანის წვერით და ცოტაოდენი ვანილი. მოვზილოთ ცომი და შევინახოთ მაცივარში 30 წუთი.

image

გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და ხელით გავაკეთოთ პატარა კაკლისტოლა ბურთები, დავაწყოთ ცხიმმოსმულ ჟარონაზე და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 15-20 წუთი.

image

გავაციოთ ნამცხვარი, შემდეგ მჭრელი წვეტიანი დანით გამოვუღოთ გული, ჩავდოთ მასში მთელი ნიგვზის ლებანი და ამოვავსოთ მოხარშული რძით(სგუშონკით). შევაერთოთ ფრთხილად მსგავსი ნახევრები.

image

მსხვილ სახეხზე გავხეხოთ სტაფილო და გამოვწუროთ წვენი, ანალოგიურად გავაკეთოთ წვენი ჭარხლისგანაც. ატმის ერთი ნახევარი ამოვსვაროთ სტაფილოს წვენში, ხოლო მეორე ჭარხლის წვენში, მთელი ატამი ამოვავლოთ შაქრის ფხვნილში და დავალაგოთ გასაშრობად.

გემრიელად მიირთვით!

image

6
877
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
877
  
2013, 31 ოქტომბერი, 22:05
სანამ გამოვაცხობდე, მანამდე სხვა რამე შემოგთავაზე:)
2013, 31 ოქტომბერი, 22:02
რატომაც არა:)
2013, 31 ოქტომბერი, 21:59
ჰოდა დამპატიჟე :D :D :D :D
2013, 31 ოქტომბერი, 21:59
რამდენი ხანია არ გამიკეთებია და როგორც კი დრო მექნება, უნდა გამოვაცხო, ნოსტალგია გამიჩნდა:)
2013, 31 ოქტომბერი, 21:57
ძალიან მიყვარს
0 1 6