სხვა ჰელოუინი-დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები 2013, 31 ოქტომბერი, 20:15 ![]() 31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში აღნიშნავენ ჰელოუინის დღესასწაულს.ესაა დღესასწაული-რომელსაც ფესვები საუკუნების სიღრმეში აქვს და სათავეს იღებს ძველი კელტების ტრადიციებიდან. ძველი კელტების ეს დღესასწაული ძირითადად აღინიშნებოდა აშშ-ში და კანადაში, მაგრამ ამ ბოლო წლებში იგი პოპულარული გახდა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში. დღესასწაულის ფესვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში.კელტების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე, წელიწადს ყოფდნენ ორ ნაწილად-ზამთარი და ზაფხული.31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო.ეს დღე აგრეთვე აღნიშნავდა მოსავლის აღების დამთავრებას და გადასვლას ახალ-ზამთრის დროში. ![]() ამ დღეს იწყებოდა კელტების ზამთარი. ახალი წლის დღესასწაული იწყებოდა 31 ოქტომბერს ღამით. ამ ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები ბრუნდებოდნენ დედამიწაზე.კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისათვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები ამ ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცების ტყავს, რომ დაეფრთხოთ მომხვდურები. ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის, თვითონ კი იკრიბებოდნენ დრუიდების მიერ გაჩაღებულ უზარმაზარ კოცონთან და მსხვერპლად წირავდნენ ცხოველებს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 5406 13-ს მოსწონს |
ძალიან ცუდად იქცევა დღევანდელი მთელი კაცთა მოდგმა! - მას ღმერთის არ ესმის.
სათავეში ყოველთვის მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულნი უნდა მოდიოდნენ და ეროვნული წმინდა შემოსავალი თანაბრად უნდა იყოფოდეს ყველაზე, რათა ქვეყანა ყოველთვის კეთილად იმართებოდეს, ხალხის აზრზე დაყრდნობით, ქვემოდან ზემოთ, რასაც ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა, რომელნიც სამოთხეში ცხოვრობდნენ, - "პირ ამიდ ა!" უწოდეს. პირამიდა დაუშრეტელ "ენე რგე ა"-ს გამოსცემს.
აღასრულეთ ღმერთის ნება, ნუ იყოვნებთ თავს საფრთხეში,
აღადგინეთ სამართალი და მოხვდებით - სამოთხეში!