x
image
natia.a
რა ცვლილებები იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებში 2014 წელს

imageშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტებისთვის სიახლეები იქნება:
• 2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგანის სწავლება I-IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

• იგეგმება უცხოური ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტის შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს დავალება.

უცხოური ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი დაეგზავნებათ სკოლებს და განთავსდება ვებგვერდზე: www.naec.ge. CD დისკებს სკოლები ნოემბრის დასაწყისში მიიღებენ.

2014 წელს, ისევე როგორც წელს, აბიტურიენტებს შეეძლებათ განაცხადში მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება - არჩეული პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. აბიტურიენტები კვლავ შეძლებენ საბოლოო არჩევანის გაკეთებას ყველა გამოცდის შედეგის გაგების შემდეგ.

0
54
2-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0