არქიტექტურა სახლი ევკალიპტის გარშემო 2013, 29 ოქტომბერი, 23:18 ლონდონის სტუდია " 6a Architects" გახდა ავტორი და განმახორციელებელი პროექტის «Tree HouseВ»- ცნობილი არქიტექტურის კრიტიკოსის როუენ მურის (Rowan Moore) სახლისა. ორი კოტეჯი, რომელთაგან ერთი აშენებულია 1830-იან წლებში, მეორე კი ახლახანს, გაერთიანებული იქნა ერთიან საცხოვრებელ სივრცედ. ამავე დროს ხე, რომელიც სახლებს შორის იდგა, სრულებით არ დაზიანებულა და პირიქით, შესანიშნავად შეერწყა არქიტექტურულ კომპოზიციას. «Tree HouseВ»-ის განმასხვავებელი ნიშანი გახდა ხის კონსტრუქცია, რომელიც ქმნის ვიზუალურ ტალღას ევკალიპტის ხის გარშემო. გრძელ მონოლითურ შენობას მთელ სიგრძეზე გასდევს კორიდორი, რომელიც ერთმანეთთან აერთებს ძველი სახლის სასტუმრო ოთახს და ახალი სახლის საძინებელს. გარდა ამისა, ახლადაშენებულ სახლს აქვს სააბაზანოც. საძინებლის ფანჯრები პირდაპირ უყურებენ ხეს. საოჯახო რეზიდენცია გათვლილი იყო იმაზე, რომ ოჯახის ერთი წევრი გადაადგილდებოდა ინვალიდის სავარძლით, ამიტომ კორიდორი ჰორიზონტალური კი არაა, არამედ ოდნავ დახრილია. ინტერიერი ასევე შესრულებულია ხეში და შეღებილია თეთრ ფერად. გთავაზობთ ამ უცნაური სახლის ფოტოებს. 56 13-ს მოსწონს
|