x
image
სალო123
რა ქონებას ფლობს გიორგი მარგველაშვილი

imageბუნებრივია, რომ საზოგადოების ინტერესი მომავალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ კმვეთრად გაიზარდა. გთავაზობთ გიორგი მარგველაშვილის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც 2012 წლის 17 დეკემბერსაა შევსებული : მის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, სამი მიწის ნაკვეთი ქალაქ დუშეთში. ერთი ფართობია– 946 კვ.მ, მეორე მიწის ნაკვეთის– 1200 კვ.მ, მესამე მიწის ნაკვეთის კი– 775 კვ.მ. გარდა ამისა იგი ფლობს საცხოვრებელ სახლს ქალაქ დუშეთში, რომლის ფართობიც 200 კვ.მ.
მამა თეიმურაზ მარგველაშვილი ქალაქ თბილისში 165 კვ. მ. ფართობის ბინის მფლობელია.
ფასიანი ქაღალდები და მოძრავი ქონება:
მარგველაშვილი და არც მისი ოჯახის წევრები ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ. ისინი ასევე არ ფლობენ ავტომობილს.
გიორგი მარგველაშვილს, ორი სახელფასო ანგარიში აქვს, ერთი "თიბისი" ბანკში, ხოლო მეორე "ბანკ ქართუ"–ში. "თიბისი" ბანკის ანგარიშზე მას ერიცხება თანხა– 10 829 ლარის ოდენობით, ხოლო "ბანკ ქართუში"– 31 640 ლარის ოდენობით. პრეზიდენტობის კანდიდატს ასევე აქვს ანაბარი "თი ბი სი"ბანკში, რომელზეც ერიცხება თანხა 4593 ლარის ოდენობით.
შემოსავლები:
გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში რექტორის და ლექტორის თანამდებობაზე ჯამში, ხელფასის სახით 57 347 ლარი ანაზღაურება მიიღო.
დედამ, მზეანა გომელაურმა კი სამხატვრო აკადემიაში ლექტორის პოზიციაზე ხელფასის სახით 1931 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო.
სხვა შემოსავლები:
პენსიის სახით მზეანა გომელაურმა და თეიმურაზ მარგველაშვილმა 1440– 1440 ლარი მიიღეს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა "გროშჰადენში" გიორგი მარგველაშვილის სახელზე ჩაირიცხა 20 000 ევრო და აღნიშნული თანხიდან დარჩენილია 7500 ევრო.

0
1353
3-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
1353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0