ცნობილი თურქი ფეხბურთელი, ემრე ბელოზოღლუ, თანამემამულე მსახიობზე, ტუგბა გურევინიზე ჯერ კიდევ 2009 წელს დაქორწინდა. ტუგბა და ემრე წლების მანძილზე ევროპის ერთმანეთზე უფრო ლამაზ ქალაქებში ცხოვრობდნენ და როგორც ჩვენში იტყვიან, როგორც ჩანს ქალბატონ ტუგბას ევროპა ნამეტანი “გაუტკბა”.
ემრე ბელოზოღლუ ამჟამად თურქულ საფეხბურთო კლუბ “ფენერბახჩეშია” გადასული და გადაწყვტილი აქვს, რომ საფეხბურთო კარიერა სწორედ სტამბოლურ კლუბში დაასრულოს. ვეტერანი ფეხბურთელის მხრიდან ასეთი ნაბიჯი ლოგიკურიცაა და გასაგებიც, მაგრამ...![ემრეს ცოლმა თურქეთს ცხვირი აუბზუა image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102910364735644.jpg)
ამ ჩვენს ტუგბა გურევინს (რომელიც დედითაც და მამითაც ჯილა თურქია) თურქი ჟურნალისტებისათვის უთქვამს, რომ სტამბოლში ცხოვრება აღარ მოსწონს და ევროპის ლამაზ-ლამაზი ქალაქების დიდი ნოსტალგია აქვს. არადა, ტუგბა თურქეთის პატარა ქალაქ ორდუშია დაბადებული და მისი ასეთი ცხვირაბზუებულობა კარგს არაფერს ნიშნავს.
www.worldsport.ge