შოუბიზნესი ჯანეტ ქერდიყოშვილი "მის სამყარო 2013"-ში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს 2013, 26 ოქტომბერი, 11:39
ჯანეტს "მის სამყარო 2013"-ზე გამგზავრებისას შეექმნა პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და იგი ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ახლა უკვე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ იგი მაინც ვერ შეძლებს კონკურსზე გამგზავრებას, რადგან ასეთი სახის კონკურსი მონაწილეებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ჯანეტი ასეთი ფიზიკური მდგომარეობის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს. თუ რა პრობლემა შეექმნა ჯანეტს, ამაზე "იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელობა არ საუბრობს და მედიას სთხოვს, რომ პოლიტიკური კუთხით ნუ ეცდებიან ჯანეტის მდგომარეობის გამოყენებას, რადგან ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცით ჯანეტის კონკურში არ მონაწილეობას პოლიტიკური მოტივით ხსნიან. ჯანმრთელობას ვუსურვებთ ჯანეტს 254 4-ს მოსწონს
|