შოუბიზნესი ვინ არის გიგი გაჩეჩილაძის ახალი შეყვარებული (+ ფოტოები) 2013, 23 ოქტომბერი, 11:44 - ამბობენ, რომ გიგი გაჩეჩილაძე შეყვარებულია. მოცეკვავე ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ჭორი არ არის, მაგრამ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მათ ურთიერთობაზე ძალიან ბევრი დაიწერა თითქმის ყველა ჟურნალში და რასაც თავად გიგი ამბობდა, ხდებოდა ამის გაბუქება. - ორი თვეა ერთად არიან და ეს არის ურთიერთობის საწყისი ეტაპი, ჟურნალებში კი ისე დაიწერა, რომ თითქოს ისინი უკვე დანიშნულები იყვნენ. გიგი აღნიშნავს, რომ რეალურად ამ თემაზე ბევრი სასაუბრო არც არის. - გაუგებრობა გამოიწვია მისი შეყვარებულის სახელმა და გვარმაც, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პიროვნება დაუკავშირეს მომღერალ ნინი წიკლაურს. მოცეკვავე ამბობს, რომ ასეთი რაღაც მანაც გაიგო, მაგრამ ის არ არის მომღერალი, ის სხვა ნინი წიკლაურია და გიგი ბოდიშს უხდის მომღერალ ნინი წიკლაურს შეწუხებისთვის. - გიგი გაჩეჩილაძეს დიდად არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და როგორც შეუძლია თავს არიდებს, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მას სთხოვდნენ ძველ და ახალ სიყვარულზე ლაპარაკს, რაზეც გიგი ყოველთვის უარს ეუბნებოდა. - გიგიმ, ნინი წიკლაური საერთო სამეგობრო წრეში გაიცნო, ამბობს, რომ ის ძალიან საყვარელი გოგონაა და მასში ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ ძალიან კარგი ადამიანია. საზოგადოებაში ისინი იშვიათად ჩნდებიან ერთად, რადგან გიგის არ უყვარს ხალხმრავლობები, თუმცა ძირითადაც სადაც გიგია, იქ არის ნინიც. - მოცეკვავე აღნიშნავს, რომ მისი ახლანდელი შეყვარებული არ არის ეჭვიანი და მის წინა სასიყვარულო ურთიერთობაზეც არ ეჭვიანობს. 868 9-ს მოსწონს 1-ს არა
|