კანადელმა ფოტოგრაფმა ჯი.ჯი. ლევაინმა შექმნა ფოტოები, სადაც ერთად აღბეჭდილია ქალი და მამაკაცი, თუმცა სინამდვილეში ორივე როლი ერთ ადამიანს აქვს მორგებული.ფოტოგრაფი სთავაზობს მნახველს ორივე სქესის წარმომადგენელი ნახოს ერთ პიროვნებაში.
ფოტოპროექტი პილიტიკურად მოტივირებულია, მისი მიზანია დაარწმუნოს მნახველი, რომ სქესი შეცვლადია."აღსანიშნავია, რომ სურათებზე მე არ ვცვლიდი მოდელის გარეგნულ მონაცემებს-აცხადებს ფოტოგრაფი-რომ გამხდარიყო კაცი ან ქალი, მოდელი ამისთვის იყენებდა კოსმეტიკას, კოსტიუმებს და ჟესტებს."
"ხშირ შემთხვევაში სცენარი ფოტოსთვის მე თვითონ მომდის თავში, ან ვიყენებ კლიშეს, რომელიც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება საზოგადოებისათვის"-განაგრძობს ფოტოგრაფი.
ლევაინი სურათებზე აღბეჭდავს მხოლოდ მისთვის ახლობელ ადამიანებს."ეს ქმნის კომფორტულ ატმოსფეროს ფოტოსესიების დროს
და უფრო აძლიერებს კავშირს ფოტოგრაფსა და გადაღების ობიექტს შორის, რომელიც, როგორც მე ვთვლი გადადის ძლიერ კავშირში მაყურებელთან."
