x
image
ხიზანიშვილი
ცნობილი სახეები ტელევიზიებში მიდი-მოდიან...
image- სიტყვა "არასტაბილური" განსაკუთრებით ტელესივრცეს უხდება. ქართულმა ტელეარხებმა რეორგანიზაციები
განიცადა და შიდა გაცვლა გამოცვლების შედეგად ეს სურათი მივიღეთ: ტელეეთერს პოლიტიკაში
დროებით გადანაცვლებული, ინგა გრიგოლია დაუბრუნდა. ცნობილი წამყვანი ამჯერად "TV 3"-ის
ეთერში ზის. ინგას სახე თითქმის ყველა ქართული ტელევიზიის ლოგოს გვერდით გემახსოვრებათ. ამჯერად ამ უკანასკნელმა, ახლად გახსნილი "TV 3" აირჩია და რა თქმა უნდა საკუთარი შოუ: "დიდი პოლიტიკა" გააკეთა. ამავე არხზე და ამავე გადაცემაში აღმოჩნდა ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი - ნოდარ მელაძეც. ის ინგა გრიგოლიას გადაცემის თანაწამყვანია. შეამჩნევდით, რომ "100 გრადუსი ცელსიუსის" შემდეგ ნოდარი ტელეეკრანებზე აღარ გამოჩენილა. ეს უკანასკნელი, იმ 30 ჟურნალისტს შორის მოხვდა, რომლებიც იმედიდან პატარკაციშვილების ოჯახის მოსვლის შემდეგ გაუშვეს.

- იმედზე "ქრონიკის" წამყვანი, სოსო კაციტაძე, ლევან ჯავახიშვილმა შეცვალა, ის წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იჯდა. თუმცა, არხი 2013 წლის დასაწყისში დატოვა და ამჯერად იმედის წამყვანებს შორის მოგვევლინა.

- "სხვა შუა დღეს" დაუბრუნდა ქრისტინე იმედაძე, მომღერალი
გადაცემის წამყვანებს შორის წლის დასაწყისშიც ირიცხებოდა, თუმცა ცოტა ხანში შოუდან გაქრა. ამჯერად მომღერალმა ახალი ამბავი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გაგვაგებინა: "მე ჩემს საყვარელ ტელევიზიას, გადაცემას და ადამიანებს დავუბრუნდი. მიყურეთ ყოველ ხუთშაბათს "რუსთავი 2"-ზე, 12 საათსა და 30 წუთზე, გადაცემაში "სხვა შუა დღე" - წერს ქრისტინე.

- რეორგანიზაცია განიცადა იმედის "დღის შოუმაც", ეთერში
ჟანეტ ქერდიყოშვილი აღმოჩნდა, ის ნანიკო ხაზარაძესთან და სოფიკო ნარჩემაშვილთან ერთად "დღის შოუს" წამყვანებს შორის მოგვევლინა. ყოფილი შემადგენლობიდან გადაცემის წამყვანებს შორის მხოლოდ ნანიკო ხაზარაძეღა შემორჩა.


- კიდევ ერთი ახალი წევრი დაემატა "ახალ ხმას", გადაცემის
ერთ-ერთ წამყვანს, ანა იმედაშვილს პარტნიორობას ცნობილი მსახიობი, დიმა ტატიშვილი გაუწევს. რაც შეეხება ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუს, "ცეკვავენ ვარსკვლვლავებს"; ვარსკვლავების გარდა ცვლილებები წამყვანებს შორისაცაა. ამჯერად წამყვანების როლები ნანკა კალატოზიშვილმა და დუტა სხირტლაძემ მოირგეს, მოცეკვავეებს კი კახა კინწურაშვილი და ლიკა ლაბაძე ამხნევებენ.

1
43
7-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
43
  
2013, 18 ოქტომბერი, 12:27
საინტერესო სტატიაა.
ტელევიზიები კი დილეტანტი წამყვანებით აივსო, რა უნდა მოცეკვავეს ან მოდელს წამყვანად, პროფესიული განათლების გარეშე?
0 1 1