x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 ადამიანი, რომლებმაც ბევრი ფული იპოვეს და უკან დააბრუნეს

image 1-უცნობი, უსახლკარო ქალი-62 წლის კანადელმა უსახლკარო ქალმა ქუჩაში იპოვა საფულე, რომელშიც 10 000$ იყო, ის ცხოვრობდა უსახლკაროთა თავშესაფარში, მან მტკიცედ გადაწყვიტა დაებრუნებინა ფული პატრონისთვის.ეს ამბავი კანადური გაზეთების პირველ ფურცლებზე მოხვდა, ბევრი მოქალაქე მას სთავაზობდა ფულად დახმარებას, თუმცა იგი უარს აცხადებდა და სურვილი გამოთქვა ინკოგნიტოდ დარჩენილიყო.თუმცა დაკარგული ფულის პატრონმა, იმდენი მოინდომა, რომ შექმნა სპეციალური დახმარების ფონდი და შეგროვა იმდენი ფული, რომ ქალისთვის საცხოვრებელი ეყიდა.image 2-სუპერმარკეტ Walmart-ის თანამშრომელი-ბისმარკ მენსამ, რომელიც სუპერმარკეტ Walmart-ის თანამშრომელია, ალაგებდა საბარგო კალათებს ავტოსადგომზე, სადაც აღმოაჩინა კონვერტი, სადაც 20 000$ იყო, იგი დაეწია მყიდველს და გადასცა თანხა.იგი ეკუთვნოდა ჰარი და ლეონე ელტონებს, მათ ეს თანხა საფინანსო კომპანიამ გადასცა საცხოვრებელი ბინის პირველი შესატანისთვის.მენსამ უარი თქვა საჩუქარზე, იგი დღესაც სუპერმარკეტში მუშაობს საათში 9 $-ად. Walmart-ის ადმინისტრაციამ ამისთანა საქციელისთვის სპეციალური საჩუქარი გადასცა ბისმარკს.image 3-კეთილსინდისიერი მოხუცი-75 წლის მოხუცი ბილი უოტსი ტენესიდან იჯდა რესტორანში, როდესაც აღმოაჩინა, რომ კარის სახელურზე ქალის ხელჩანთა ეკიდა, ჩანთაში იდო ფოტო, რომელშიც 2 ქალი იყო აღბეჭდილი და 97 000$.რესტორნის ადმინისტრაციას მოხუცმა აცნობა, რომ იპოვა ჩანთა ბევრი ფულით, დაუტოვა ტელეფონი და ჩანთა თან წაიღო.მალე მას დაურეკა ქალმა და ზუსტად აღწერა ჩანთა.მოხუცის გასაკვირად ქალი ფოტოს პოვნით უფრო გახარებული იყო, ვიდრე ფულის, საქმე იმაშია, რომ ჩანთის პატრონს კრაკელ ბარელს გარდაეცვალა ქალიშვილი, ის ფოტო იყო უკანასაკნელი, სადაც ერთად იყვნენ აღბეჭდილები, ხოლო ფული-97 000 $ გარდაცვლილი ქალიშვილის დაზღვევიდან იყო აღებული, დამწუხრებული დედა ამ ფულით ფლორიდაში ვაჟთან გადასახლებას აპირებდა.ბილი უოტსმა 1000$-იან საჩუქარზე უარი თქვა.image 4-ტაქსისტი-42 წლის ტაქსისტმა ადან ვოლდემარინმა გადაწყვიტა ტაქსოპარკში თავისი ავტომობილი დაესუფთავებინა.უკანა სავარძელზე მან აღმოაჩინა ნოუთბუკის ქეისი, სადაც 221510 $ იდო.მან ფული ტაქსოპარკის ოფისში მიიტანა.ერთი საათის შემდეგ იგი კვლავავ გამიძახეს ოფისში, მას ეთიოპელი ტურისტი გადაეხვია, როგორც აღმოჩნდა ეთიოპელ ტურისტს ეს ფული კაზინოში მოუგია.ადამმა საჩუქრად 2000$ მიიღო.image 5-გზაზე ნაპოვნი ფული-ელი ესტრადს ლონგ-ბიჩიდან ბევრი საკრედიტო ვალები ჰქონდა, ამას კიდევ ემატებოდა ხარჯები მომავალი ქორწილისთვის, ამის გარდა უნდა მოეარა დედისთვის, რომელმაც სახლი დაკარგა და შვილთან გადავიდა საცხოვრებლად.ჰოდა, გზაზე ნაპოვნი ფული-144 000 $ მისთვის ნამდვილი მისწრება იყო.თუმცა ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ მან ბოლოს მაინც გადაწყვიტა ეს ამბავი პოლიციისთვის ეცნობებინა.როგორც აღმოჩნდა ფული ბრონირებული საინკასაციო მანქანიდან გადმოვარდა, რომელიც კომპანია Brinks-ეკუთვნოდა.კომპანიამ ელის საჩუქრად 2000$ გადასცა, თუმცა უკმაყოფილო აღმოჩნდა ელის დედა, მისი აზრით მათ ნაპოვნი თანხის 10% მაინც უნდა გადაეხადათ.

2
864
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
864
  
2013, 18 ოქტომბერი, 22:37
აი ყოჩაღ ამათ....
2013, 18 ოქტომბერი, 15:21
ამასაც ბედი უნდა რაა...
0 1 2