სხვა
რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი ფუფუნებით ტკბება
2013, 17 ოქტომბერი, 10:19
ლონდონის ჩელსის” პრეზიდენტისა და მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ქონების სოლიდური ნაწილი რამდენიმე წლის წინ, რომანის ყოფილმა მეუღლემ, ირინა აბრამოვიჩმა (ანიდარმა) წაიღო. ირინამ რომან აბრამოვიჩთან დაშორების შემდეგ შესაშური ფხა გამოიჩინა და კუთვნილ ერთ მილიარდ დოლარს კოხტად დაეპატრონა.
ამის შემდეგ რომანმა ცოლი და მრავალი საყვარელი გამოიცვალა და მისი ამბავი რომ ვიცით, სავარაუდოდ არც ამაზე გაჩერდება. აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი კი ბრიტანალ ჟურნალისტებს გაენდო და გულმართლად განაცხადა, რომ გათხოვებას ნამდვილად არ აპირებს და შვილებთან ერთად, რომანისათვის წართმეული ფულით ტკბობა აქვს გადაწყვეტილი.სხვათა შორის, რომანისა და ირინას გაყრის პროცესში, რუს-ებრაელი მილიარდელი ცოლთან გაყრის წინააღმდეგი იყო და ყველანაირად ცდილობდა ცოლი შერიგებაზე დაეყოლიებინა. მას ოჯახის დანგრევა უფრო ანაღვლებდა თუ ქონების გაყოფა – ეს ყველაზე კარგად თვითონ აბრამოვიჩმა იცის...
www.worldsport.ge