x
image
მანჩო 777
ათი ყველაზე შთამბეჭდავი რესტორანი მსოფლიოში
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ცნობილი და პოპულარული რესტორნების ათეულს, სადაც გემრიელი კერძები შეხამებულია შემოგარენის არაჩვეულებრივ სილამაზესთან.

image

1.BREEZE- რესტორანი ბალიში ღია ცის ქვეშ. იგი მდებარეობს ოკეანის ნაპირას. მენიუში გვთავაზობენ ადგილობრივ ეგზოტიკურ კერძებს, მსოფლიო სამზარეულოს შედევრებს და ინდოეთის ოკეანის ალერსიანი ტალღების ხმას.

image


2.Тop of the World- რესტორანი ლას-ვეგასში.რესტორანი დახვეწილ კერძებთან ერთად გვთავაზობს მეგაპოლისის პანორამულ ხედს. რესტორნის შენობა ბრუნავს 360 გრადუსით ყოველ ნახევარ საათში.

image

3.Strofi- საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ხიბლავს თავის სტუმრებს აკროპოლისის მშვენიერი ხედებით.

image

4.The Rock-რესტორანი-კლდე ტანზანიაში, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანის შუაგულში.

image

5.Sierra Mar-კალიფორნიაში მდებარე ეს რესტორანი სტუმრებს ხვდება წყნარი ოკეანის არაჩვეულებრივი ხედებით და განთქმული კალიფორნიული ღვინით.

image

6.Ithaa Undersea-წყალქვეშა რესტორანი მალდივებში შემოგვთავაზებს თევზების კერძებს, რომლებიც პირდაპირ ჩვენს თავზე დაცურავენ.

image

7.Eagle’s Eye-რესტორანი კანადაში გვთავაზობს შევხედოთ სამყაროს არწივის თვალით და გავსინჯოთ გემრიელი ფრანგული კერძები. რესტორანი მდებარეობს 7700 ფუტის სიმაღლეზე.

image

8.Sirocco- ღია რესტორანი ტაილანდში, რომელიც მდებარეობს 63-ე სართულზე და გვთავაზობს ადგილობრივ ეგზოტიკურ კერძებს.

image

9.Lе Jules VerNE-რესტორანი პარიზში სტუმრებს ანებივრებს დახვეწილი ფრანგული სამზარეულოს შედევრებით და ბონუსად სთავაზობს მშვენიერ ხედს ეიფელის კოშკისა.

image

10.SkylinE- რესტორანი კეიპტაუნში ( ახალი ზელანდია) სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას დატკბნენ მზის ჩასვლის ულამაზესი ხედით და გემრიელი ახალზელანდიური კერძებით.

9
292
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
292
  
2013, 17 ოქტომბერი, 1:07
მარტოც მშვენივრად წავიდოდი ასეთ რესტორანში.
2013, 16 ოქტომბერი, 23:17
მადლობა :)
2013, 16 ოქტომბერი, 23:15
მაგაში მართალი ხარ, საყვარელ ადამიანთან ერთად ყველგან სასიამოვნოა ყოფნა. გისურვებ მალე აგხდენოდეს ოცნება.:)
2013, 16 ოქტომბერი, 23:14
5 მაგარია:)))
2013, 16 ოქტომბერი, 23:12
აი მე რომ მინდა იმ ადამიანთან ერთად დიდი სიამოვნებით ვივახშმედი რომელიმეში :D:D:D ნუ იმასთან ერთად ვივახშმო და არმინდა აქ თუ არ მოხდება ეს რომელიმეში :D:D:D
2013, 16 ოქტომბერი, 22:59
საინტერესო მასალებს ყოველთვის ვუთმობ დროს.
2013, 16 ოქტომბერი, 22:57
დროის სიმცირის გამო რასაც ვახერხებ, ესაა:) გმადლობთ, რომ ეცნობით ჩემს სტატიებს.
2013, 16 ოქტომბერი, 22:56
საინტერესო მასალას ირჩევთ სტატიებისათვის.
0 1 9