x
image
ხიზანიშვილი
იულია ქავთარაძემ საქართველოს მამრობითი სქესი აალაპარაკა (+ ფოტოები)

image- სექსუალური, მუსიკალური, მიმზიდველი, ნიჭიერი და როგორც ირკვევა არც პროფესიონალ მოცეკვავეებს ჩამოუვარდება. დიახ, საუბარი სწორედ იმ ქალბატონზეა,
რომელზეც უკანასკნელი რამოდენიმე კვირის განმავლობაში, სრულიად ქართული მამრობითი სქესი ალაპარაკდა. ქართული წარმოშობის უკრაინელი მომღერალი ჩვენს ეკრანებზე ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ახალ ფილმში - "რა მოხდა კიევში" გამოჩნდა. მას მერე იულია ქავთარაძეზე ჭორაობა აქტიურად დაიწყეს.
- იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი არც ფიზიკურ მონაცემებს და არც მონდომებას უჩივის, იულიას "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა შესთავაზეს და ეს უკანასკნელიც, ჩვენი მეგობარი უკრაინიდან, მშობლიურ ფესვებს პროექტისთვის დაუბრუნდა. აცეკვდა და თანაც როგორ, ჟიურის ყველაზე ობიექტური წევრისგან საუკეთესო შეფასებებიც მიიღო და მაყურებლის სიმპათიაც დაიმსახურა, თუმცა ამისთვის არაადამიანური შრომის გაწევა უწევს.
- პროექტის პარარელურად, რაღა თქმა უნდა სალაპარაკო თემა
იულიას პირადი ცხოვრებაა. აბა ვის არ დააინტერესებს ვის ეკუთვნის მსგავსი სილამაზე. მომღერალი პირად ცხოვრებაზე საუბარს რა თქმა უნდა თავს არიდებს, თუმცა ცნობილია, რომ იულიას კიევში პატარა ქალიშვილი ჰყავს დატოვებული, რომელიც ძალიან ენატრება.
- მიუხედავად იმისა, რომ შვილი ძალიან ენატრება, აღმოჩნდა,
რომ დედის პოპულარობა პატარას ძალიანაც მოსწონს. იულია ნახევრად ქართველია, ცოტა ხნის წინ მომღერალმა ბათუმში თავისი ნახევარ-ძმაც იპოვნა და როგორც ამბობს, საქართველოში ჩამოსვლაზე
ყოველთვის ოცნებობდა.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
181
7-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0