საზოგადოება რა ცვლილებებია მართვის მოწმობის გამოცდებში 2013, 16 ოქტომბერი, 13:22 არის! ასრულდა!
ალბათ ასეთი რეაქცია ექნება ბევრს, როცა გაიგებს, რომ 2013 წლის ბოლოდან საქართველოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი ხდება როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ინტერპრესნიუსი შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის, ნინო კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით. შესაბამისად, თუკი გამოცდას ე.წ. "ავტომატიკაზე" ჩააბარებთ, უფლება გექნებათ მართოთ მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე მანქანა. მექანიკაზე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კი ორივე ტიპის მანქანის მართვა შეგიძლიათ. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე იგეგმება ლაბორატორიის განთავსებაც, სადაც მართვის მოწმობის აღებისას, საშუალება გექნებათ თქვენი სისხლის ჯგუფი და რეზუსიც დაადგინოთ. ხოლო თუ სისხლის დონორობას გადაწყვეტთ, მაშინ 4 სახის ვირუსზე უფასო გამოკვლევებიც ჩაგიტარდებათ. მოკლედ, წარმატებულ და უსაფრთხო მძღოლობას გისურვებთ! 1110 11-ს მოსწონს
|