x
image
ციცი
Mediator image
ახალი სკანდალი რუსეთში-64 წლის ალა პუგაჩოვა ტყუპების ბიოლოგიური დედა არ არის

image

რუსეთი ახალმა სკანდალმა მოიცვა. როგორც გამომცემლობა Delfi წერს, ექიმების მტკიცებით 64 წლის პრიმადონა, ალა პუგაჩოვა ტყუპების ბიოლოგიური დედა არ არის, რადგან მომღერალს არ შეეძლო გაეყინა თავისი კვერცხუჯრედები 11 წლის წინ ძველი ტექნოლოგიების გამო. სპეციალისტების მტკიცებით სხვისი გენეტიკური მასალა იქნა გამოყენებული.

ექიმები ალა პუგაჩოვას მონათხრობს ლამაზ ზღაპრად მიიჩნევენ, რადგან 11 წლის წინ მედიცინას არ ქონდა სათანადო ტექნოლოგიები, რათა აზოტში შეენახათ ქალის ბიოლოგიური მასალა და ყველაფერ ამასთან ერთად, ალა პუგაჩოვა მაშინ უკვე 53 წლის იყო. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვს საფრთხე ექმნება, რომ დაუნის სინდრომით დაიბადოს.

ექიმები მიიჩნევენ, რომ ოჯახმა გამოიყენა ახალგაზრდა დონორის კვერცხუჯრედი და არ გამორიცხავენ, რომ ბავშვების ბიოლოგიური დედა შეიძლება იყოს მისი ქალიშვილი, კრისტინა ორბაკაიტე.

imageimage
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს სუროგატი დედისგან ტყუპები შეეძინათ. მომღერალი ამტკიცებს, რომ ისინი ბიოლოგიური მშობლები არიან გარის და ელიზავეტასი. ცნობილი წყვილი დიდი სიამოვნებით ყვება, იმის შესახებ რომ 11 წლის წინ ალამ თავის კვერცხუჯრედი გაყინა იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინა.


0
151
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0